"დიორ ეტოს" ყოფილი 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ესტონეთის მეისტრილიგის სილამიაეს "კალევში" ითამაშებს
"დიორ ეტოს" ყოფილი ქართველი მოთამაშე, დავით ლორთქიფანიძე კარიერას ესტონეთის მეისტრილიგის სილამიაეს "კალევში" გააგრძელებს - დათო 21 წლის არის და მარჯვენა ნახევარმცველია, "დიორ ეტოში" კი ერთი წელი ითამაშა.

"უნგრეთში "ვიტ ჯორჯიადან" მიმიწვიეს, მაგრამ წამოსვლა მომიხდა და ცხინვალის "სპარტაკში" ჩავირიცხე.

ბოლო 8 თვე კი მახაჩყალის "ანჟიში" ვვარჯიშობდი - ჯერ საბუთების მოგვარება დამჭირდა, შემდეგ მეგონა, მოაგვარეს და კონტრაქტს გავაფორმებ-მეთქი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და სწორედ ამ დროს მიმიწვია "კალევში" რეკომენდაცია კოხტლა-იარვეს "ლოტუსის" პრეზიდენტმა ანდრეი სკალეტამ და რომან რამიშვილმა გამიწიეს..

ეს გუნდი ესტონეთში ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის და სიამოვნებით დავთანხმდი. კონტრაქტი კი ჯერ ნახევარწლიანია", - გვითხრა ლორთქიფანიძემ.

ანდრეი სკალეტა, კოხტლა-იარვეს "ლოტუსის" პრეზიდენტი: "ესტონეთში ქართველებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაქ - ინტერესი განსაკუთრებით "ფლორაში" ზაქარია ბეგლარიშვილის კარგი თამაშის შემდეგ გაიზარდა.

ერთი თვის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი და შესაფერის კანდიდატურებს ვარჩევდი. მართალია, ესტონური კლუბები დიდი ფინანსური შეძლებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ნორმალური და სტაბილური ბიუჯეტები აქვთ, თანაც, ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ და ევროპელები ჩვენს შეხვედრებზე სკაუტებს ხშირად აგზავნიან.

გარდა ამისა, გუნდებს საკმაოდ კარგი მოსამზადებელი პირობები გააჩნიათ. ასე რომ, ქართველთა ნაწილს, შესაძლოა, ჩვენი ჩემპიონატი "ტრამპლინადაც" გამოადგეს. "კალევი" საკმაოდ კარგი გუნდია და ევროთასების საგზურისთვის იბრძვის.

ახლა რომან რამიშვილთან ერთად, ამ ურთიერთხელსაყრელი კავშირების აწყობას ვცდილობთ. შესაძლოა, მალე აქ კიდევ ერთი ქართველი ჩამოვიყვანო, პოზიციით მეკარე, მაგრამ ჯერ გვარს ვერ დაგიკონკრეტებთ.

"ლოტუსში" თქვენებურთა ჩამოყვანა თავადაც მსურდა, მაგრამ პირველ ლიგაში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტია, ოთხივე უცხოელი გვჭირდებოდა, ვერ გავუშვებდით და ამ ჩანაფიქრზე დეკემბრამდე ხელი ავიღე".

ჯერ "ანჟი", შემდეგ "კალევი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება