რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ქართველ მორაგბეთა გუნდი "ფარული" ზედიზედ მესამე წელიწადია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ნახევარფინალში მარცხდება...

რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ქართველ მორაგბეთა გუნდი "ფარული" ზედიზედ მესამე წელიწადია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ნახევარფინალში მარცხდება. კონსტანცელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, მესამეხაზელი ლაშა თავართქილაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში A ნაკრებიდან წლეულს მოხვდა. პლეი ოფში "სტიაუასთან" მარცხის მიზეზებსა და სამომვლო გეგმებზე სასაუბროდ მას რუმინეთში დავუკავშირდით:

- უცნაური უიღბლობა დაგვჩემდა - გვიამბობს ლაშა თავართქილაძე - წინა ორ სეზონშიც ნახევარფინალში წავაგეთ, თანაც თითო ქულით. წლეულს ყველა ფინალში გველოდა. ჩვენც დარწმუნებულნი ვიყავით, რომ მოვიგებდით. "სტიაუას" რეგულარულ გათამაშებაში ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ ვაჯობეთ. მესამე, გადამწყვეტი თამაში კი წავაგეთ. რატომ, ახსნას ვერ ვპოულობთ.

- "ფარულში" თქვენ გარდა კიდევ ოთხი ქართველი თამაშობს ბიძინა სამხარაძე, ოთარ ტურაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი და კახაბერ უჩავა. როგორი სეზონი ჰქონდათ წლეულს?

- ყველას ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. ქართველები გუნდის ძირითადი ბირთვი ვართ. რეგულარულად ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობთ და ჩვენით კმაყოფილნი არიან. თავად განსაჯეთ, "სტიაუას" ორჯერ რომ მოვუგეთ უკვე ვთქვი, ორჯერ ვაჯობეთ, კიდევ ერთ გრანდს, ბუქარესტის "დინამოს". ჩემპიონ "ბაია მარესთან" კი სტუმრად დავმარცხდით და შინ მოვუგეთ.

სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავედით და ახლა, 2 ოქტომბერს მესამე ადგილისთვის გვიწევს თამაში "დინამოსთან".

- წლევანდელი სეზონის დამთავრების შემდეგ კარიერას ისევ რუმინეთში გააგრძელებთ?

- ჯერ არ ვიცი. ამ დროისთვის ფრანგულ და იტალიურ კლუბებთან მაქვს მოლაპარაკება. ისე კი, რუმინეთიდან წასვლა ძალიან მინდა. ცოტა უფრო მაღალ დონეზე უნდა ვცადო ბედი. ვნახოთ, რა გამოვა. ყველაფერი, ალბათ, ნოემბრის ბოლოს გაირკვევა.

- ახლახან თბილისში "შავი ზღვის თასის" გათამაშება გაიმართა, სადაც ორმა რუმინულმა კლუბმა, "არადმა" და "ბუქარესტმა" იასპარეზა. რა გამოხმაურება მოჰყვა რუმინეთში მათ აქაურ შედეგებს?

- დიდი აჟიოტაჟი არ ყოფილა. ისინი რუმინეთში ლიდერებად არ ითვლებიან, მეხუთე-მეშვიდე გუნდებია. ამიტომ მათგან თბილისში ბევრად უკეთეს შედეგს არავინ ელოდა.

- რუმინეთის საუკეთესო გუნდები რომ ჩამოსულიყვნენ, თბილისური ტურნირი სხვა შედეგით დამთავრდებოდა?

- დიახ, აქ პირველ სამ გუნდსა და დანარჩენებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მოწინავე გუნდები იმავე "ბუქარესტს", რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, მინიმუმ 60 ქულით უგებენ.

რუმინეთის რაგბის ფედერაცია, როგორც იქნა, მიხვდა და მომავალი სეზონიდან გუნდების რაოდენობა თორმეტიდან რვამდე შეამცირა. რუმინეთში ნამდვილად არ არის იმ რაოდენობის მორაგბე, 12 გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბრად რომ დაკომპლექტდეს. თუ ეს რეფორმა განახორციელეს, თამაშების დაძაბულობა, კონკურენცია გაიზრდება და დონეც ამარღლდება.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელთა შტაბი მთლიანად შეიცვალა. როგორ ფიქორბთ, ეს დროული იყო?

- გადაწყვეტილება რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა მიიღეს. ეს მათი საქმეა. ისე, რიჩი დიქსონი წლეულს, ივნისში ბუქარესტში "ირბ-ს ერთა თასის" გათამაშებისას გავიცანი. პიროვნულად კარგი ადამიანი ჩანს. სხვა დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- ნოემბრის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ტესტი აქვს, კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან. კლუბს თქვენი ნაკრებში გამოძახების თაობაზე შეტყობინება ხომ არ მიუღია?

- არა, ნაკრებში თუ გამომიძახებენ, შეტყობინებას ნოემბრის დასაწყისში მივიღებ. მოუთმენლად ველოდები ნოემბერს. ყველანაირად, ფიზიკურადაც და მორალურადაც ვემზდები ნაკრებში სათამაშოდ. კარგი შანსი მაქვს, "ბორჯღალოსნების" რიგებში ადგილი დავიმკვიდრო და მსოფლიო თასზე ვითამაშო. ასეთი შანსი აღარ მექნება და ყველანაირად ვეცდები, ხელიდან არ გავუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

kaxa
უტკინი კაცებში კაცი, მაგარი ადამიანი, ჯიგარი...........
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა