ტორპედოელებს მეტი საგოლე შანსი მიეცათ, ვიდრე მეტოქეს, თუმცა სახიფათო მომენტების რეალიზება ვეღარ მოხდა
27 ივლისს, ქუთაისის "ტორპედომ" 2012-2013 წლების ეროვნული სეზონის სამზადისზე მორიგი სატესტო მატჩი შინ გამართა, ცენტრალურ სტადიონს ურეკში შეკრებაზე მყოფი ფოთის "კოლხეთი" ეწვია.

"ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობაში გულშემატკივართათვის მოულოდნელი იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე მყოფი ირაკლი ხუციძის გამოჩენა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად ქუთაისური გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა, მას შემდეგ კი იგი ს/კ "გაგრაში" თამაშობდა.

მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში "ტორპედოში" რამდენიმე ცვლილება მოხდა, მოედანზე ახლადშესულებში იყო გუნდში 26 ივლისს ჩარიცხული გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც თამაშის 53-ე წუთზე საბანაძის კარგი გადაცემა შეირგო და ანგარიში გახსნა - 1:0.

ოც წუთში სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დაბალი ტრაექტორიით შეგდებულ ბურთს ამირან წაბრია დახვდა, შეუჩერებლივ დარტყმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ტორპედოელებს მეტი საგოლე შანსი მიეცათ, ვიდრე მეტოქეს, თუმცა სახიფათო მომენტების რეალიზება ვეღარ მოხდა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ ცენტრალურ სტადიონზე 30 ივლისს ჩაატარებს, ამჯერად მეტოქე - 4-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" იქნება.

fctorpedo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა