გუშინ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ურუგვაის ნაკრების ფორვარდ ლუის სუარესის საქმე და...

გუშინ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ურუგვაის ნაკრების ფორვარდ ლუის სუარესის საქმე და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა.

შეგახსენებთ, რომ "აიაქსის" თავდასხმელმა განასთან პარასკევის მეოთხედფინალური მატჩის დამატებით დროში, მთლად ბოლო წუთზე, კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა ბურთი. წესის დარღვევა აშკარა იყო და არბიტრმაც უმალ წითელი აუნთო სუარესს, ურუგვაი კი პენალტით დასაჯა...

საბოლოო ჯამში, სუარესმა თავისი გუნდი გადაარჩინა - ასამოა გიანმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში კი სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

"ეს ჩვენთვის მსოფლიო თასის დასასრული იქნებოდა, მე უბრალოდ სხვა არჩევანი არ მქონდა. ასე რომ, მეც "ღმერთის ხელი" მაქვს", - თქვა სუარესმა მატჩის შემდგომ და ხალხს ის მატჩი (1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალი) გაახსენა, როცა დიეგო მარადონამ ინგლისის ნაკრების კარში გოლი ხელით გაიტანა.

ფიფა განიხილავდა შესაძლებლობას, რომ სუარესი 2 მატჩით დაესაჯა. აი, რა განცხადება გააკეთა ორგანიზაციის პრესსპიკერმა პეკა ოდრისოლამ:

"ყოველი წითელი ბარათისთვის, ყოველი ავტომატური გაძევებისთვის გათვალისწინებულია ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია. თუმცა ფიფას აქვს უფლება, ნებისმიერ ასეთ წითელ ბარათზე სპეციალური განხილვა მოაწყოს და სხვა გადაწყვეტილება მიიღოს".

მოკლედ, ასეა - სუარესი გამოტოვებს ჰოლანდიასთან ნახევარფინალურ მატჩს, ხოლო მისი გუნდის წარმატების შემთხვევაში, ფინალში თამაშის უფლება ექნება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"