ლუის ჰოლტბიმ ფაბიო კაპელოს და ინგლისის ნაკრებს ფაქტობრივად თავი შესთავაზა...
ლუის ჰოლტბიმ ფაბიო კაპელოს და ინგლისის ნაკრებს ფაქტობრივად თავი შესთავაზა, თუმცა როგორც ეტყობა იტალიელი გერმანიის 21 წლამდელთა გუნდის კაპიტანს მოწყალე თვალით არ უყურებს. არადა, ჰოლტბის შეუძლია ითამაშოს როგორც ინგლისის ასევე გერმანიის ნაკრებში. საქმე ის გახლავთ, რომ მამამისი სამხედროა, რომელიც გერმანიაში მსახურობდა და ვაჟიც იქ შეეძინა. თავად ჰოლტბიმ გასულ უქმეებზე საჯაროდ გამოაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში უნდა თამაში, მაგრამ სამშაბათს სულ სხვა ინტერვიუ მისცა და დიდი კამათის მიზეზიც გახდა.

რადიო ტალკშPOღთ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, რას იტყვით, კაპელომ თქვენი ინგლისის ნაკრებში თამაშის საკითხი რომ წამოჭრასო, "მაინცის" გარემარბმა უპასუხა:

"წინადადებას აშკარად დიდი ინტერესით მოვუსმენ. ამ თემაზე ლაპარაკს წინ ვერაფერი დაუდგება. ჩემი გულის ნახევარი ინგლისს ეკუთვნის ნახევარი კი გერმანიას. მე ორივე ქვეყანა მიყვარს და როგორც ერთის ასევე მეორის შემადგენლობაში თამაში დიდ პატივად მიმაჩნია. უდიდეს პატივს ვცემ ისეთ დიდ ადამიანს როგორიც ფაბიო კაპელოა. ის ხომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა".

ჰოლტბის სიტყვები ინგლისურმა პრესამ დიჯერა. "დეილი მეილმა", მაგალითად, დაწერა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა მართალიც იყოს, მაგრამ, იმავდროულად, ყურადღება ფეხბურთის ასოციაციის რეაქციაზე გაამახვილა. ჰოლტბის ნათქვამზე ლონდონში ყურიც არ შეიბერტყეს.

ვერ გეტყვით, ასე ძალიან საკითხი პრესამ გაამწვავა თუ ისედაც მწვავედ იდგა, მაგრამ დაიწერა, რომ შესაძლოა ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდეს: თუ გერმანიის ნაკრები ჰოლტბის 8 ოქტომბერს თურქეთთან სათამაშოდ გამოიძახებს და გარემარბიც დათანხმდება, მაშინ კაპელოსთვის თითზე კბენანი უკვე გვიან იქნება. ინგლისს ხომ 12 ოქტომბრამდე არ აქვს თამაში.

აქ, ორი საკითხია. ერთი ის, რომ ეს ფეხბურთელი ოუენ ჰარგრივზისგან განსხვავებით (რომელიც ასევე გერმანულ-ინგლისური გავლენის ფეხბურთელია) გერმანული სკოლის აღზრდილია და ყველა ასაკობრივი დონე და ნაკრები სწორედ ამ ქვეყანაში აქვს გავლილი და მეორე, კაპელომ და მისმა შტაბმა ჰოლტბის თამაშის ჩანაწერები ნახეს და...

ამბობენ, რომ შეიძლება კიდევ ერთმა მომენტმა წამოჰყოს თავი: მიუხედავად იმისა თუ რა თქვა სამშაბათს, ჰოლტბი გაცილებით მეტად გერმანელია ვიდრე ინგლისელი და ის ამას თავადაც მალე მიხვდება. შესაბამისად, მისი ინგლისის ნაკრებში გამოძახება შეცდომა იქნება.

ახლა კი იმ ინტერვიუს დავუბრუნდეთ, რომელშიც ფეხბურთელი დედულეთს ეფიცებოდა სიყვარულს, თუმცა უკან დასახევ გზასაც იტოვებდა:

"ვინაიდან გერმანიის დიდ ნაკრებში ჯერ არ მითამაშია საკითხი კვლავაც ღიაა, მაგრამ მე ამ გუნდის მაისურის მორგება ძალიან მინდა. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელი უახლოს შეკრებაზე გამომიძახებს. თუ უახლოესზე არა, რომელიმე მატჩში მაინც მივიღებ მონაწილეობას, თუმცა, მეორე მხრივ ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი ყველაფერი ხდება.

მე კარგად მესმის, რომ აქ ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლაზე არ არის ლაპარაკი. აქ, საქმე ორ ქვეყანას შორის არჩევაზეა, ეს კი ერთხელ ხდება და სამუდამოდ. ნაკრებში რომ გიძახებენ სიამაყით ივსები და მადლობელი რჩები ქვეყნისა, რომელმაც ასეთი დიდი პატივი გცა. ჩემთვის, ჯერჯერობით, ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს. ჩემი სამშობლო გერმანიაა, მე აქ გავიზარდე, თუმცა, მამის ხათრით ბავშვობიდან ინგლისის ნაკრების ქომაგიც ვარ".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"