<p>მექსიკის ნაკრების კაპიტანმა რაფაელ მარკესმა და მისმა თორმეტმა თანამემამულემ ეროვნული გუნდის მატჩებს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი მოითხოვენ, რომ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციაში გადაადგილებები მოხდეს...</p><p><br> მექსიკის ნაკრების კაპიტანმა რაფაელ მარკესმა და მისმა თორმეტმა თანამემამულემ ეროვნული გუნდის მატჩებს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი მოითხოვენ, რომ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციაში გადაადგილებები მოხდეს. კერძოდ, ფეხბურთელები ნაკრების დირექტორ ნესტორ დე ლა ტორეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მექსიკური გამოცემა ღეცორდ-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას ფეხბურთელები კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაქვეყნებენ.</p><p>შეგახსენებთ, რომ ამასწინათ მექსიკურმა ფედერაციამ ნაკრების ფეხბურთელებს ჯარიმები "ჩამოურიგა" – კარლოს ველა და ეფრაინ ხუარესი ნაკრებიდან ექვსი თვით მოკვეთა, ხოლო 11 ფეხბურთელს – გილიერმო ოჩოას, ფრანსისკო როდრიგესს, კარლოს სალსიდოს, ანდრეს გუარდადოს, ხერარდო ტორადოს, პაბლო ბარერას, ჯოვანი დოს სანტოსს, ხავიერ ერნანდესს, რაფაელ მარკესს, ენრიკე ესკუედოსა და ექტორ მორენოს - 4 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ველას და ხუარესს მონტერეის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში წვეულება გაუმართავთ, რომელსაც ხსენებული თერთმეტი ფეხბურთელის გარდა მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებიც ესწრებოდნენ. ფეხბურთელები თავს იმით იმართლებენ, რომ მათ სასტუმროს დატოვება ჰქონდათ აკრძალული, თორემ სხვა მხრივ თავისუფლება არც ეზღუდებოდა – ნაკრების ხელმძღვანელებს უთქვამთ, როგორც მოგესურვებათ, ისე გაერთეთ, ოღონდ სასტუმროს ტერიტორიაზეო...</p>
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა