ქართველი მსროლელი პნევმატურში უსიამოვნო ტრადიციას აგრძელებს
ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის დამსახურებით, ლონდონის ოლიმპიადის მეორე დღე ჩვენთვის პირველზე წარმატებული კი აღმოჩნდა, თუმცა გორელი ფალავანის კვარცხლბეკზე ასვლამდე ქართველი ქომაგისთვის გუშინდელი დღეც მძიმე მარცხით დაიწყო.

თან, ამჯერად ის ჩვენი დელეგაციის ყველაზე ტიტულოვან წევრ ნინო სალუქვაძეს შეემთხვა. ტყვიის სროლაში ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე გუშინ პნევმატური იარაღიდან ისროლა და არათუ ფინალში ვერ მოხვდა, ძალიან დაბალი შედეგი ჰქონდა - 376 ქულა, რითაც 49 მონაწილეს შორის 33-ე ადგილი დაიკავა.

ვერ გეტყვით, რა იყო ასეთი მარცხის მიზეზი - იარაღის პრობლემა, ფიზიკური გადაღლა თუ სხვა რამე. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ სალუქვაძეს არც მედროშეობა სურდა - რადგან ერთ-ერთ პირველს უწევდა გამოსვლა, დასვენება ერჩივნა.

ფაქტი ერთია, რომ მან ძალიან დაბალი შედეგი აჩვენა. თავად შეადარეთ - ამ სახეობაში მისი რეკორდი 391 ქულაა, ახლანდელ მაჩვენებელს კი უკვე ჩვენი ახალგაზრდები უახლოვდებიან და აქა-იქ ამაზე უკეთესსაც აგროვებენ. ცხადია, ზედმეტია ლაპარაკი სალუქვაძის ოსტატობაზე - ამ მხრივ შეუდარებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მარცხი მოუვიდა.

აქ ერთი საინტერესო მომენტიც უნდა შევნიშნოთ - რატომღაც სალუქვაძეს წლეულს ამ სახეობაში ბევრად უფრო უჭირდა ასპარეზობა, ვიდრე - სპორტულში. წლეულს სამჯერ გამოვიდა ამ სახეობაში - ევროპის პირველობაზე (აქ სპორტული არც თამაშდებოდა), მილანისა და მიუნხენის მსოფლიოს თასებზე და ვერცერთხელ პნევმატურში ფინალში ვერ გავიდა, სპორტულში კი ორივეჯერ შევიდა. თან, მილანში პნევმატურში ასე ცუდად იასპარეზა - 375 ქულა და მეორმოცე ადგილი!

ლონდონში ოლიმპიადაზე გამოსვლა სალუქვაძემ გუშინ საკმაოდ ცუდად დაიწყო - 93 ქულა დააგროვა და მთელ ტურნირზე ერთადერთი 8-იანიც აქ გაარტყა. ამის შემდეგ 8-იანს აღარ გაჰკარებია, მაგრამ მისი ნასროლი უმეტესად 9-იანის ზონაში ხვდებოდა, 10-იანები კი შედარებით ნაკლებად ჰქონდა.

მესამე სერიაში სულაც ორი 10-იანი გაარტყა, დანარჩენები კი 9-იანში დასვა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო, მეოთხე სერიაში დააგროვა - 96 ქულა, მაგრამ ადრე დაკარგული ვერაფრით აინაზღაურა და ტურნირსაც გამოეთიშა.

თავად ტურნირი ცოტა უცნაურად წარიმართა - ლიდერთა სამეული საკვალიფიკაციოდან ფინალის ბოლომდე არ შეცვლილა, მხოლოდ ერთმანეთში გაცვალეს ადგილები, თუმცა ესეც მეორე-მესამე ნომრებმა, თორემ პეკინის ოლიმპიადის ჩინელმა ჩემპიონმა ვენჯუნ გუომ ორივე ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა. მან შესარჩევი 388 ქულით მოიგო, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი და ფრანგი ევროპის ჩემპიონი სელინ გობერვილი კი თითო ქულით ჩამორჩნენ.

ფინალში 386-ით შევიდა ჩინელი იულინგ სუ, ფინალურ ოქტეტს კი 385-ქულიანთა კვარტეტი აგვირგვინებდა, რომელშიც სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი, ჩეხი ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვა, ბელარუსი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ვიქტორია ჩაიკა და ახალგაზრდა რუსი, ევროპის მედალოსანი ლიუბოვ იასკევიჩი შედიოდნენ.

ფინალი მომავალმა ჩემპიონმა, ჩინელმა გუომ ისეთი შედეგით დაიწყო, მის ადგილას ბევრს ხელი აუკანკალდებოდა - 8.0, მაგრამ აზიელები ხომ მყარი ფსიქოლოგიით გამოირჩევიან?! ჰოდა, გუოც ვაჟკაცურად წავიდა მეორე ოლიმპიური მწვერვალისკენ, სამიზნე გაისწორა და საბოლოოდ მაინც მშვენიერი მაჩვენებელი დადო - 100.1 ქულა.

თუმცა ფინალში მას ჩაიკამ "გადაუფრინა" - 100.2 დააგროვა, მაგრამ კოსტევიჩმა და გობერვილმა ბევრად ცუდად ისროლეს. საინტერესოა, რომ მათ აქაც ერთნაირი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ - 99.6 ქულა, რითაც ჩინელს ვერ გაუთანაბრდნენ.

გუომ ჯამში 488.1 ქულა დააგროვა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ვერცხლის მედლის მფლობელის გამოსავლენად კი დამატებითი გასროლა გახდა საჭირო, რადგან ორივემ ჯამში 486.6 დააგროვა. იმ დამატებით სროლაში უფრო ზუსტი ფრანგი აღმოჩნდა - 10.6 გაარტყა, კოსტევიჩის ნასროლი კი 9.7 იყო. ამიტომ ვერცხლის მედალი გობერვილმა მოიპოვა, უკრაინელს კი ბრინჯაო დარჩა.

ახლა დაველოდოთ 1 აგვისტოს, როცა სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან ისვრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sasha
სალუქვაძე ინვალიდების ოლიმპიადაზე უნდა გამოსულიყო!
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა