17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერს მხოლოდ ქართული მხარის თანხმობა აკლია
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ოთხეულში რომ მოხვდა, ამის შემდეგ გუნდის წამყვანი მოთამაშეების მიმართ ინტერესი უზომოდ გაიზარდა. ევროპელი სკაუტები და სპეციალისტები გააქტიურდნენ და ნიჭიერი ბავშვების გადაბირებას ცდილობენ.

მაგალითად, ნიკა ჭანტურია და დავით ჯიქია "ფრაიბურგში" ვარჯიშობენ, ლაშა დვალის მიმართ კი განსაკუთრებით დიდი ინტერესია.

იყო ლაპარაკი, რომ ის ან კიევის "დინამოში" ითამაშებდა, ან სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში". აღსანიშნავია, რომ ლაშა უკვე იყო რუსეთის ყოფილ დედაქალაქში და გუნდთან ერთად ერთი კვირა ვარჯიშობდა. ახლა კი "სოვეტსკი სპორტმა" რუსეთის პრემიერლიგის სატრანსფერო ცხრილში დვალი "ზენიტის" საკუთრებად გამოაცხადა. არადა, სანკტ-პეტერბურგის შემდეგ 17 წლის ქართველი კიევის "დინამოში" ვარჯიშობდა.

ფეხბურთელის მწვრთნელის, გუბაზ დოლიძის თქმით, ამჟამად დვალი საფეხბურთო კლუბ "იბერია 2010"-ს ეკუთვნის, რომელიც მის მიერ არის დაარსებული და თავადვეა პრეზიდენტი. ახლა ეს კლუბი "ჩიხურასთან" გაერთიანდა და დუბლების ჩემპიონატში საჩხერელთა სახელით იასპარეზებს, მაგრამ ასპროცენტიანი მტკიცებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ნიჭიერ ბავშვს საქართველოში თამაში არ მოუწევს.

როგორც დოლიძემ გვითხრა, ლაშა დვალის მიმართ ინტერესს უკვე 10-მდე გუნდი ავლენს. "დინამოსა" და "ზენიტის" წინადადება სერიოზულია, მოლაპარაკება მიმდინარეობს და რაც უნდა უცნაური იყოს, ტრანსფერს მხოლოდ ქართული მხარის თანხმობა აკლია.

საქმე ისაა, რომ დოლიძე ფეხბურთელის ევროპულ კლუბში გაშვების მომხრეა, რადგან მიაჩნია, რომ დვალი პროფესიონალად იქ უფრო ჩამოყალიბდება. გადამწყვეტი კი ის ფაქტორია, რომ ახლა დვალით ინგლისური "რედინგიც" დაინტერესდა, ინგლისში თამაში კი ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zako
მხოლოდ ევროპა ლაშა. ფულს არ დახარბდე. შენი მომავლისათვის ევროპაში წასვლა იდეალური ვარიანტია.
beqa
ანტოკელი მართალი ხართითქმის ყველა რუსეთში და უკრაინაში ვინც წავიდა ერთ დონეზე დარჩა ასე რომ ფეხბურთელისთვის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაა განსავითარებლად კარგი
antokeli
არ დაანებო გუბაზ რუსულ და უკრაინულ გუნდებს ტალანტები, გაფუჭდებიან და კარიერას აირევენ. თუნდაც ჰოლანდია და ბელგია ჯობს ტრამპლინად და პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად