ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო ვარჯიშს არ ესწრებოდნენ ჯაბა დვალი და თეიმურაზ ღონღაძე
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების სტარტისათვის მზადებას შეუდგა. 29 ივლისს გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა.

დღევანდელი ვარჯიში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართა. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო ვარჯიშს არ ესწრებოდნენ ჯაბა დვალი და თეიმურაზ ღონღაძე.

ასევე, გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ დავით მუჯირსა და ზაალ ელიავას, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი იმერლებს ხვალიდან შეუერთდება. რაც შეეხება ედიკ საჯაიას, ის კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

ყველა დანარჩენი ფეხბურთელი იმერელთა დამრიგებლის, გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაშია... აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ზესტაფონელთა პირველი ვარჯიშის მსვლელობა (ისევე, როგორც ბაზის მეორე მინდორზე მყოფი დუბლიორთა ვარჯიში) მცირე დროით შეჩერდა.

ამის მიზეზი ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი სასიხარულო ამბავი გახლდათ - ზესტაფონელი ფეხბურთელები და ბაზაზე მყოფი გულშემატკივრები უზომოდ გაახარა ქართველი ძიუდოისტის, ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულმა "ოქროს" წარმატებამ.

წლევანდელი ევროპული კომპანიის ნაადრევად დასრულების შემდეგ ზესტაფონელებს მთელი ყურადღება შიდა ასპარეზზე გადააქვთ. საქართველოს რიგით XXIV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლებენ.

fczestafoni.ge

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლოა "გურიამ" ჩაანაცვლოს

სერგო ფუტკარაძე: "ზესტაფონის" ყოფნა-არყოფნის თემა გაზვიადებულია

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე