ქართული წყვილი სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩისა და კატარინა სრებატნიკის დუეტთან მატჩში 6:7, 6:3, 2:6 დამარცხდა
30 ივლისს მოუთმენლად ველოდით ლონდონის ოლიმპიურ კორტებზე 22 წლის ანა ტატიშვილისა და 29 წლის მაკა ჩახნაშვილის დუეტის გამოსვლას წყვილებში.

ჩვენებურები სლოვენიელებს - 26 წლის ანდრეა კლეპაჩსა და 31 წლის კატარინა სრებოტნიკს დაუპირისპირდნენ.

ამ დუელში ფავორიტებად ყოფილი იუგები მიიჩნეოდნენ, რადგან წყვილთა რეიტინგში მათ ბევრად უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. ამის მიუხედავად, პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, რაზეც პაექრობის მსვლელობაც მიუთითებს - 4:4, 5:5 (აქ ჩვენებმა, სამწუხაროდ, 5 ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენეს, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდათ). მერე სლოვენიელები დაწინაურდნენ - 6:5, ქართველებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში. აი, ტაიბრეიკი კი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და 7:0 მოიგო.

მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელებმა მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს - 37 წუთში დაამარცხეს სლოვენიელები - 6:3.

ამგვარი შემობრუნების შემდეგ საბოლოო გამარჯვების იმედი ჩაგვესახა, მაგრამ კლეპაჩმა და სრებოტნიკმა მესამე ხელში ჩვენს ოცნებას ცივი წყალი გადაასხეს. მართალია, ანამ და მაკამ თავიანთი პირველი მოწოდება მოიგეს და 1:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი და საბოლოოდ სეტიც დათმეს - 2:6, რითაც შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

უკვე გაუწყეთ, რომ ერთეულთა სტარტზე ანა ტატიშვილმა ლიხტენშტეინელი შტეფანი ფოგტს მოუგო (6:2, 6:0) და მეორე წრეში გავიდა, სადაც 31 ივლისს ჩინელ ცზიე ჟენის (რეიტინგში 25-ე) მძლეველ (6:4, 7:6) რუს ნადია პეტროვას (19) დაუპირისპირდება, რომელიც ლონდონში მე-16 ნომრადაა განთესილი.

ამ წყვილში გამარჯვებული ბელარუს ვიტორია აზარენკას (1) და ესპანელ მარია ხოსე მარტინეს-სანჩესს (90) შორის უძლიერესს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა