31 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთაგან ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) იასპარეზებს
31 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთაგან ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) თბილისის დროით 13:25 სთ-ზე იასპარეზებს, რომელიც პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩს შეხვდება.

განუთესავ ქართველს წილისყრამ მეტ-ნაკლებად გაუმართლა, რადგან საწყის ეტაპზე მასავით განუთესავი მეტოქე ერგო.

თავისუფლად შეიძლებოდა, იქ არა ხორვატს, არამედ რომელიმე გამოკვეთილ ლიდერს შეხვედროდა, როგორც ეს ნუგზარ ტატალაშვილს (73) და ადამ ოქრუაშვილს (+100) მოუვიდათ.

გამართლებაა ისიც, რომ განთესილთაგანაც ყველაზე ადრე ამერიკელი ტრევის სტევენსი თუ შეხვდება და არა უფრო ძლიერი (ასეთი კი რამდენიმეა).

თან, წონის ორი გამოკვეთილი ფავორიტიდან მის მხარეს ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ლეანდრო გილეირო მოხვდა და არა მსოფლიოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონი, პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ჯაე-ბუმ კიმი, რომელიც ბრაზილიელზე ძლიერი გვგონია - სამივე პირადი შეხვედრა მოუგო მას. აქედან ერთი - მსოფლიოს პირველობის ფინალში 2010 წელს.

თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად გაივლიან ამ გზას ფავორიტები... მაგალითად, სტევენსს პირველ შეხვედრაში დიდი ბრძოლა ელოდება სლოვენიელ ევროპის მედალოსან ალიაზ სედეისთან. ჭრიკიშვილს ამერიკელი დამარცხებული ჰყავს - 2010 წელს ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე", სედეისა და მარიჯანოვიჩს კი დღემდე არ შეხვედრია.

თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ჩვენებური განთესილთაგან სტევენსს მერვედფინალში შეხვდება, გილეიროს - მეოთხედფინალში.

ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი თავად ჭრიკიშვილის ხელთაა - ბედმა რაც შეიძლებოდა, გაუკეთა, დანარჩენი კი თავად მასზეა დამოკიდებული.

სახელი რომ არაფერს წყვეტს, ხოლო ოლიმპიადა რომ ხშირად ფავორიტთა სასაფლაოდ იქცევა ხოლმე, ეს 29 ივლისს ლაშა შავდათუაშვილის (66) მაგალითმაც დაადასტურა ამ ძლიერ წონაში ღირსეული გამოსვლითა და გამარჯვებით. მისი მოგება იმის დასტურიცაა, რომ შეჯიბრებას იგებს მომზადება, მონდომება, ჟინი და არა სახელი. შავდათუაშვილმა ისიც გვაჩვენა, რომ თუ კარგ ფორმაში ხარ, მაშინ განთესვა აზრს კარგავს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა