ცნობილი პოლონელი საჭადრაკო მოღვაწის, აკიბა რუბინშტეინის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა ქართველი და პოლონელი დიდოსტატების ამხანაგური მატჩი
ცნობილი პოლონელი საჭადრაკო მოღვაწის, აკიბა რუბინშტეინის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა ქართველი და პოლონელი დიდოსტატების - ბაადურ ჯობავას და პოლონელი დიდოსტატის, რადოსლავ ვოიტაშეკის ამხანაგური მატჩი, რომელიც პოზნანში გაიმართა.

მეტოქეებმა თავიდან ოთხი კლასიკური პარტია გაითამაშეს. 2,5:1,5 გაიმარჯვა ქართველმა დიდოსტატმა, რომლის რეიტინგია 2730. სწრაფ ჭადრაკშიც მსგავსი ანგარიშით ჩვენებურმა მიაღწია წარმატებას.

საბოლოოდ ჯობავამ 5:3 აჯობა პოლონელ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ქართველი შემთხვევით არ გამოუწვევია დუელში: შარშან ხანტი-მანსიისკში, მსოფლიოს თასის გათამაშების მე-2 წრეში ბაადურმა სძლია პოლონელს და ამ უკანასკნელს, ცხადია, რევანში ეწადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

იაზიჩი შვიდეულის მოკვეთას ითხოვს

თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ალი ნიჰათ იაზიჩიმ წერილით მიმართა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორ ნაიჯელ ფრიმანს, რომელშიც ნათქვამია, რომ "2010 წელს კარპოვთან ერთად საფრანგეთის, უკრაინის, გერმანიის, შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერაციებმა ფიდეს სასამართლოში უჩივლეს.

ჩვენმა ორგანიზაციამ თავის დასაცავად მილიონი დოლარი დახარჯა. შემდეგ მსგავსი მოტივით განიხილებოდა სასამართლო საქმე საქართველოს და ინგლისის საჭადრაკო ფედერაციებთან".

იაზიჩი ითხოვს, რომ ფიდეს გენერალურ ასამბლეაზე სტამბულში შვიდივე ორგანიზაციას საერთაშორისო ფედერაციის წევრობის უფლებამოსილება მანამ შეუჩერონ, სანამ ისინი ფიდეს ზარალს არ აუნაზღაურებენ. თურქის წინადადება ფიდეს 83-ე კონგრესის დღის წესრიგში შეიტანეს.

ამას წინათ იაზიჩიმ ზემოთ აღნიშნული ფედერაციების არბიტრებს გზა გადაუკეტა 2012 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე სამსაჯოდ. ამ შეჯიბრებას კი აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე სტამბული უმასპინძლებს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ჩანს, რომ იაზიჩის გამოხდომებს ფიდე კვერს უკრავს და როგორც უნდათ, ისე ექცევიან უმდიდრესი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ქვეყნების ფედერაციებს.

თუ რა გზას დაადგებიან შერისხული ფედერაციები, უახლოეს ხანში გაირკვევა. ეტყობა, შეგულიანებული იაზიჩი უკან დახევას არ აპირებს.

დაიჩოქებს შვიდეული? მოჭადრაკეთა ერთიან ოჯახს ბზარი გაუჩნდა.

ბოლო ადგილს ვერ ასცდა

სომხურ ჯერმუკში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მე-4 ეტაპი, რომელშიც 12 დიდოსტატი წრიული სისტემით ხვდებოდა ერთმანეთს. 11 შესაძლებლიდან 7 ქულით პირველი ადგილი და 160 ქულა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა მოიპოვა.

ოთხიდან სამი შეჯიბრების საუკეთესო ჯამით - 480 ქულით ჩინელმა მოჭადრაკემ გრანპრის მთავარი პრიზიც და გაისად მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლებაც დაიმსახურა. ტიტულის მფლობელი კი წლეულს ნოკაუტსისტემით გაირკვევა.

ჯერმუკში 6,5-6,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები ნადეჟდა კოსინცევამ, კატერინა ლაგნომ და ჰამფი კონერუმ გაინაწილეს. ნინო ხურციძემ 3,5 ქულით ბოლო - მეთორმეტე ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად