ფიფას პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ინიციატივით, მალე შემუშავდება ახალი ონლაინ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფეხბურთელების ტრანსფერებისა და კონტრაქტების რეგისტრირება მოხდება...

ფიფას პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ინიციატივით, მალე შემუშავდება ახალი ონლაინ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფეხბურთელების ტრანსფერებისა და კონტრაქტების რეგისტრირება მოხდება. ფიფამ ამ სიახლით კორუფციის დამარცხება გადაწყვიტა – ჩრდილოვანი საფეხბურთო ტრანსფერების წლიური ბრუნვა მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ეს არის ფეხბურთისთვის ისტორიული მომენტი. ახალი სისტემის გამოყენება აუცილებელი გახდება 150 ქვეყნის 3500 პროფესიული კლუბისთვის. ბოლო ათწლეული აგენტების მოღვაწეობას არ ვაკონტროლებდით და სავალალო შედეგიც მივიღეთ. საფეხბურთო კორუფციას დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებთ. კლუბებსა და კომპანიებს შორის უკანონო ჩარიცხვებების გაკონტროლებას შევძლებთ და ფიქტიური ფეხბურთელების ტრანსფერებსაც აღვკვეთავთ.

მონიტორინგის კონცეფცია საკმაოდ მარტივია. მოთამაშის შეძენის შემდეგ მყიდველი ვალდებულია, ტრანსფერის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ინტერნეტში ჩატვირთოს. თითოეულ კლუბსა და აგენტს საიდენტიფიკაციო ნომერი ექნება. ყველა, ვინც ამ წესს დაარღვევს, მკაცრად დაჯარიმდება, ანაც წესის დამრღვევს ფეხბურთელების შეძენა აეკრძალება", - ამბობს ბლატერი.

"ონლაინ სისტემაში ფიფას მოყუება ვეღარ მოხერხდება. თუკი მყიდველი და გამყიდველი საჭირო საბუთებს ვერ წარადგენენ, ფეხბურთელი კლუბის გამოცვლას ვერ შეძლებს. ყველა გადასვლა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა განხორციელდეს. არ უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაციები, რომელიც ანდრეი არშავინის "არსენალში" გადასვლისას შეიქმნა. დამდეგი პარასკევიდან თითოეული კლუბი სისტემაში რეგისტრაციას გაივლის", - განაცხადა ფიფას იურიდიულმა დირექტორმა მარკო ვილინგერმა.

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს