"იუნაიტედი" უახლოეს დღეებში აპირებს 16-დან 20 დოლარამდე ღირებულების 16 მილიონ 660 ათასი აქციის, ანუ საერთო რაოდენობის 10%-ის ბირჟაზე გატანას
"როიტერის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოეს დღეებში აპირებს 16-დან 20 დოლარამდე ღირებულების 16 მილიონ 660 ათასი აქციის, ანუ საერთო რაოდენობის 10%-ის ბირჟაზე გატანას.

თუკი მოთხოვნა ამით არ დაკმაყოფილდება, კლუბი მზად იქნება, დამატებით 2,5 მილიონ აქციასაც შეელიოს.

ფინანსური ექსპერტების განცხადებით, თუკი აქციათა ფასის მიხედვით კლუბის ღირებულებას დავითვლით, მისი ფასი 3 მილიარდი დოლარი (2,43 მლრ ევრო) გამოდის. რამდენიმე კვირის წინ უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ეშმაკები" ამ გზით მინიმუმ 100 მილიონი დოლარის მიღებას აპირებდნენ, მაგრამ ცხადია, რომ თუკი ყველა აქცია გაიყიდა, კლუბში ბევრად მეტი შემოსავლის მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე წინასწარ ამას აცხადებდნენ (სავარაუდოდ, 330 მილიონზე მეტის).

ინვესტორებთან თავისი ფასიანი ქაღალდების ორკვირიან პრეზენტაციას კლუბი 1 აგვისტოს დაიწყებს.

კამპანია აშშ-ში, ასევე, ევროპისა და აზიის რიგ ქვეყნებში გაიმართება. როდის დაინიშნება ვაჭრობის პირველი დღე, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე აქციათა განთავსების ორგანიზატორებად ისეთი აღიარებული კომპანიები გვევლინებიან, როგორებიც არიან Jefferies Group, Credit Su¬isse, JP Morgan და Bank of America.

მიღებული შემოსავლის ნაწილს "იუნაიტედის" მესაკუთრე გლეიზერების ოჯახი საბანკო სესხის 664 მილიონი დოლარიდან 543 მილიონამდე შესამცირებლად მიმართავს.

აქ მეორე მხარეც არის... დანიური Saxo Bank-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ წინასწარ გულარხეინად ყოფნა მანჩესტერელებს არ მართებთ, რადგან ცა "იუნაიტედის" თავზე უღრუბლოდ სულაც არ გამოიყურება.

შესაბამისად, ისინი კლუბს სულაც არ მიიჩნევენ ინვესტიციების ჩასადებად საუკეთესო ადგილად. მათი აზრით, აქციათა მესაკუთრეები უახლოეს წლებში სერიოზულ დივიდენდებს არც უნდა ელოდონ.

მათი პოზიცია კონკრეტული არგუმენტებითაა გამყარებული: "იუნაიტედის" ფინანსური ზრდის დიდი ნაწილი კომერციულ საქმიანობაზეა დამყარებული, სხვა სეგმენტები კი, ისეთი, როგორიცაა შემოსავლები კარგი ასპარეზობისა და შესაბამისად, სატელევიზიო რეპორტაჟების რაოდენობის ზრდიდან, ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლის პროგნოზი, პრაქტიკულად, შეუძლებელია და შესაბამისად, ვერც ხელმძღვანელობის ინიციატივებით იქნება გამყარებული.

სკეპტიკოსებს არ ეთანხმებიან ინგლისელი ჟურნალისტები და კონკრეტული ფაქტები მოჰყავთ თავიანთი პოზიციების გასამყარებლად: "იუნაიტედი" შემოსავლების დიდ წილს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან იღებს და თანაც წლის დასაწყისში პრემიერლიგის მატჩების ყურების უფლება 3 წლით 70%-ით ძვირად გაიყიდა, პოპულარობის მხრივ კი, "ეშმაკებს" მსოფლიოში ვერავინ შეედრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"