ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ სერია A ნელ-ნელა ღარიბდება ფეხბურთელებით და შესაბამისად, ინტერესს კარგავს
მას შემდეგ, რაც "მილანი" ტიაგო სილვამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვეს, ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ სერია A ნელ-ნელა ღარიბდება ფეხბურთელებით და შესაბამისად, ინტერესს კარგავს.

ამ მოსაზრებას აქვს საფუძველი, რადგან იტალიურ გუნდებს მართლაც ტოვებენ ვარსკვლავები... ამასთან, სერია A-ს ბინადრებს სულ უფრო და უფრო უჭირთ ვარსკვლავების გადაბირება, რადგან დაუსრულებელი სკანდალების გამო კალჩოს იმიჯი აქვს შელახული... ამ საკითხზე კომენტარები "მილანის" და "იუვენტუსის" მესვეურებმა გააკეთეს, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ...

ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი): "იბრაჰიმოვიჩის და სილვას შემცვლელებს აუცილებლად ვიპოვით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიზნის მიღწევა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია.

იტალიური ფეხბურთის იმიჯი შელახულია და ჩვენთან თამაში ვარსკვლავების უმეტესობას, უბრალოდ, არ უნდა.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბოლო წლებში მუდმივად კორუფციაზე და ათას უბედურებაზეა ლაპარაკი. უდიდესი სამუშაო უნდა გავწიოთ იმისთვის, რომ იმიჯი გამოვისწოროთ და შელახული რეპუტაცია აღვიდგინოთ".

ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი): "რობინ ვან პერსიმ მარტო იმიტომ განაცხადა "იუვენტუსში" გადმობარგებაზე უარი, რომ იტალიაში ასპარეზობა არ სურს.

ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და პრობლემის აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ. როდესაც გუნდს მოგებულ სკუდეტოს ჩამოართმევ, იქ უკეთესის იმედი არც უნდა გქონდეს - ამიტომ, ჯერ ძველი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და სწორ გზაზეც დავდგებით".

აღნიშნულ თემაზე კომენტარი ტიაგო სილვამაც გააკეთა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახდა პსჟ-ის ფეხბურთელი და სერია A-მ მისი სახით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა - მოვუსმინოთ ბრაზილიელ მცველს:

"იტალიურ ფეხბურთს იმდენად დიდი ისტორია აქვს, რომ მისთვის ორი და სამი ფეხბურთელის დაკარგვა სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. სერია A გულშემატკივრებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო და ამ მხრივ, არც მომავალში შეიცვლება რამე.

რაც შეეხება "მილანს", ამ გუნდის დატოვება ჩემი სურვილი არ იყო, მაგრამ ასე მოხდა და რეალობას თვალი გავუსწორე. "მილანმა" ჩემში დიდი სარგებელი მიიღო და ეს მამშვიდებს - თავის დროზე ლომბარდიელებმა 10 მილიონ ევროდ მიყიდეს და 42 მილიონად გამასხვისეს.

ბევრი ამბობს, რომ ჩემი და იბრას გარეშე "როსონერი" წარუმატებლობისთვის განწირულია, რასაც ვერაფრით დავეთანხმები. მასიმილიანო ალეგრი ჭკვიანი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალს მონახავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა