ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ველესის საუკუნე და 3 უპასუხო

ველესის საუკუნე და 3 უპასუხო

კვირამდე გამართული 6 მატჩიდან ყველა მასპინძლებმა მოიგეს, თან ისე, რომ საკუთარ კარში ერთი გოლიც კი არ გაუშვიათ.

27 სექტემბერს "ველეს სარსფილდმა" 100 წლის იუბილე იზეიმა.

კვირამდე გამართული 6 მატჩიდან ყველა მასპინძლებმა მოიგეს, თან ისე, რომ საკუთარ კარში ერთი გოლიც კი არ გაუშვიათ.

27 სექტემბერს "ველეს სარსფილდმა" 100 წლის იუბილე იზეიმა. საღამოზე გაიხსენეს კლუბის ისტორიის შემქმნელები - მანუელ ჯუდიჩეს მიერ შეკრებილი 1968 წლის ჩემპიონები ისელინ სანტოს ოვეხერო, ხოსე ლუნა, ომარ ვებე, ხოსე სოლორსანო, დანიელ ვილინგტონი, კარლოს ბიანკი, რომელმაც მოგვიანებით გუნდს მწვრთნელის როლშიც მოაგებინა ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი. იმ თაობიდან ზეიმს ესწრებოდნენ: ფანტასტიკური პარაგვაელი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი, ომარ ასადი, ტურუ ფლორესი, კრისტიან ბასედასი, რობერტო პომპეი, ვალტერ პიკო, ფერნანდო პანდოლფი, რაულ კარდოსო. სტუმრებს ჩილედან მიესალმა მარსელო ბიელსაც...

გაიხსენეს კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტი ხოსე ამალფიტანიც, "დონ პეპე", რომლის სახელსაც ატარებს კლუბის სტადიონი, სადაც "ველესმა" "ოლიმპოს" განადგურებით გახსნა აპერტურას მე-8 ტური. 22-ე წუთზე მაქსი მორალესმა და ხუან მანუელ მარტინესმა შეტევის მარცხენა ფრთიდან აიკლეს "ოლიმპოს" მთელი დაცვა, ბოლოს მაქსიმ ბურთი პარტნიორს გაატანა, ის კი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ახლო კუთხეში დაურტყა - 1:0. 5 წუთში მორალესმა თვითონ გაიტანა, როცა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილმა ისეთი ძალით დაარტყა, კინაღამ ხელები მოტეხა მეკარეს - 2:0.

მეორე ტაიმში კრისტიან ფარაონიმ სტუმრებს გაუძევა კრისტიან ვილანუევა (57) დაEედუარდო კასაისი (62), 10 წუთში კი მესამე გოლი სებასტიან დომინგესმა გაიტანა - სწრაფი კონტრშეტევის დროს სტუმართა საჯარიმოში "ველესის" 6 ფეხბურთელი აღმოჩნდა მეტოქის, მეკარის წინ კი სამნი დარჩნენ - 3:0.

პირველად მოიგეს "არხენტინოსმა" და "ინდეპენდიენტემ", რომელსაც ამჯერად დროებითი მწვრთნელი რიკარდო პავონი (70-იანი წწ. ლეგენდარული გუნდის მცველი) მოძღვრავდა. "ხიმნასიას" ერთადერთი გოლი ლეონელ გალეანომ გაუტანა, როცა საჯარიმოში საოცარი სიმშვიდით გაუსწორდა 2 მცველს. საუკეთესო მოთამაშედ კი ყველამ ერთხმად აღიარა გამარჯვებულთა მეკარე ილარიო ნავარო, რომელმაც ყველაფერი მოიგერია, რაც კი კარის მიმართულებით მიფრინავდა.

ანალოგიური აგარიშით გაიმარჯვა "არხენტინოსმაც". "ბანფილდმა" მას 77-ე წუთამდე გაუძლო, მერე კი ჩირო რიუსის რეიდი და ურუგვაელი გონსალო ვარგასისათვის მიწოდებული საგოლე პასი გაეპარა - 0:1.

ერთი გოლი ეყო მოსაგებად "ლანუსსაც". ზედიზედ განცდილი ორი მტკივნეული მარცხის მერე ლუის სუბელდიას შეგირდებმა კარგად გათამაშებული კუთხურისა და სანტიაგო ოიოსის თავურით მოუგეს "ოლ ბოისს" - 1:0.

პირველსავე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა ტურის ცენტრალური შეხვედრის ბედი. ხუან ვერონის მიერ შეტევაში ჩართულმა 20 წლის ცაცია ფაუსტინო როხომ "ბოკას" საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან დაარტყა აუღებლად ცხრიანში - 1:0.

კიდევ ერთი მწვრთნელგამოცვლილი გუნდი დარჩა გამარჯვებული. ვიდრე სანტა ფეში გადაწყვეტენ ვის ჩააბარონ "კოლონის" თავკაცობა, ფეხბურთელებს მარიო სკიაკუა ავარჯიშებს. ლიდერ "სან ლორენსოსთან" თამაშის 35-ე წუთზე კარში ჯერ ესტებან ფუერტესმა დაარტყა, მერე ფედერიკო იგუაინმა, ბოლოს კი დამიან დიასმა გაიტანა - 1:0. მსაჯის წამატებულ დროში კი უკვე ხოაკინ ლარივეის ჯერი დადგა. მაღალი ბურთისთვის ბრძოლა აქაც ფუერტესმა მოიგო, ლარივეიმ კი თითქმის ნულოვანი კუთხიდან დაარტყა - 2:0.

მასპინძლები არც საკვირაო მატჩებში დამარცხებულან, თუმცა არც მოუგიათ - ოთხივე თამაში ფრედ დასრულდა, ორი კი სულაც უგოლოდ. "არსენალმა" "ნიუელსთანაც" გაიმეორა წინა ტურის შედეგი - 0:0. "რასინგმა" ამავე ანგარიშით დაასრულა გასვლითი პაექრობა "ტიგრესთან", რითაც მეტოქეს არ მისცა ზედიზედ მესამედ გამარჯვების შანსი, თვითონ კი აპერტურაში პირველი ფრე გაიფორმა.

თითო გოლი გაიტანეს დანარჩენ წყვილებში მოხვედრილმა გუნდებმა.

"ურაკანი", რომელიც პირველ შეხვედრას ატარებდა ახალი მწვრთნელის, მიგელ ანხელ ბრინდისის ხელმძღვანელობით, "გოდოი კრუსთან" საშინაო მატჩის დებიუტშივე მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა - მე-15 წუთზე წითელი ბარათების დარიგების მოყვარულმა მსაჯმა დიეგო აბალმა სტუმრებს დავიდ რამირესი გაუძევა. მაგრამ ანგარიში სწორედ კაცნაკლულმა სტუმრებმა გახსნეს. 42-ე წუთზე აბალმა ესეკილ ფილიპეტოს უხეშობა პენალტით დასაჯა, გასტონ მონსონმა კოლუმბიელ ხაირო კასტილიოს 11-მეტრიანი კი აუღო, მაგრამ მისსავე დამატებულს ვეღარ მისწვდა - 0:1. 3 წუთში გასტონ მაჩინმა თავურით გაათანაბრა, მაგრამ ეს გოლი მეკარე ნელსონ იბანიესის იმდენად სულელურ შეცდომას მოყვა, რომ Ole-მ მას 2 ქულა დაუწერა!!! მეორე ტაიმში კი აბალმა მაჩინიც გააგდო.

"რივერმა" უგოლო პირველი ტაიმის მერე, პირველივე შეტევა გოლით დაასრულა - არიელ ორტეგას ჩაწოდებულ კუთხურს "ბეტისიდან" დაბრუნებული "ტანკი" მარიანო პავონე გამოეხმაურა - 1:0. მატჩი ასეც მთავრდებოდა, მაგრამ 91-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ჯარიმას მეკარის საჯარიმოში მარტოდ მიტოვებულმა მიგელ კანეომ შეაგება თავური - 1:1.

არგენტინა. აპერტურა

VIII ტური

ფოტო: vel-oli_1

წარწერა: ველეს სარსფილდი 100 წლისაა

ველესი-ოლიმპო 3:0

გოლები: 1:0 მარტინესი (22), 2:0 მორალესი (27), 3:0 დომინგესი (72)

ინდეპენდიენ.-ხიმნასია 1:0

გოლი: 1:0 ლეონელ გალეანო (27)

არხენტინოსი-ბანფილდი 1:0

გოლი: 1:0 გონსალო ვარგასი (32)

ესტუდიანტესი-ბოკა 1:0

გოლები: 1:0 მარკოს როხო (1)

ლანუსი-ოლ ბოისი 1:0

გოლები: 1:0 სანტიაგო ოიოსი (44)

კოლონი-სან ლორენსო 2:0

გოლები: 1:0 დამიან დიასი (35), 2:0 ხოაკინ ლარივეი (91)

არსენალი-ნიუელსი 0:0

ურაკანი-გოდოი კრუსი 1:1

გოლები: 0:1 ხაირო კასტილიო (43), 1:1 მაჩინი (45)

რივერი-კილმესი 1:1

გოლები: 1:0 პავონე (48), 1:1 კანეო (90)

ტიგრე-რასინგი 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. ველესი 8 5 2 1 10-4 17

2. ესტუდიანტესი 7 5 1 1 9-3 16

3. სან ლორენსო 8 4 3 1 12-8 15

4. არსენალი 8 4 2 2 8-5 14

5. რივერი 8 4 2 2 8-6 14

6. ბანფილდი 8 3 4 1 10-5 13

7. ნიუელსი 8 3 4 1 8-5 13

8. გოდოი კრუსი 8 3 3 2 14-10 12

9. ლანუსი 8 3 3 2 8-11 12

10. ტიგრე 8 3 2 3 9-7 11

11. რასინგი 8 3 1 4 9-8 10

12. ბოკა 8 3 1 4 11-11 10

13. ოლ ბოისი 8 3 1 4 8-9 10

14. კოლონი 8 2 3 3 8-10 9

15. ურაკანი 8 2 3 3 8-12 9

16. არხენტინოსი 8 1 3 4 6-10 6

17. ინდეპენდიენტე 8 1 3 4 6-12 6

18. ოლიმპო 8 2 0 6 5-13 6

19. ხიმნასია 7 1 2 4 3-6 5

20. კილმესი 8 0 5 3 6-12 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა