ამჟამად ფეხბურთელი უგუნდოდაა და მარკ ჰიუზის ნებართვით, "ქუინზ პარკის" შემადგენლობაში ვარჯიშობს
ოუენ ჰარგრივსი დიდ ფეხბურთში მეტეორივით შემოიჭრა. 2000/01 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/2-ში "ბაიერნს" "რეალთან" მადრიდულ მატჩში დიდი კაპიტანი დააკლდა, შტეფან ეფენბერგმა მეორე ყვითელი მიიღო.

ოტმარ ჰიტცფელდმა მინდორზე ადგილი 20 წლის ინგლისელს მიანდო, ვისაც იქამდე სულ თითებზე ჩამოსათვლელი თამაშები ჰქონდა ჩატარებული რეკორდმაისტერის შემადგენლობაში და ჰოი, საოცრებავ, "გენერალი" არ შემცდარა. მეორე დღეს ფეხბურთელმა უკვე ვარსკვლავის სტატუსით გაიღვიძა.

ოუენმა "ბაიერნის" რიგებში კიდევ 6 წელიწადი გაატარა და რაკი სამშობლოდან თვით "მანჩესტერ იუნაიტედი" უხმობდა, სათამაშოდ პრემიერლიგაში გადავიდა.

ფეხბურთელს დროდადრო მუხლის ტრავმა მიუნხენშიც აწუხებდა ხოლმე, მაგრამ არა ისე უსაშველოდ, რაც მას კუნძულზე გადასვლის შემდეგ დაემართა. 4 წლის განმავლობაში "ოლდ ტრეფორდზე" მან სულ 27 მატჩი ჩაატარა და "ეშმაკებს" ცოტა ნაწყენი დაშორდა, ჩემზე სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებდნენო.

შარშან ზაფხულში ჰარგრივსმა "მანჩესტერ სიტის" მიაშურა. "ქალაქელებს" მისი "მკვდრეთით აღდგომის" იმედი ჰქონდათ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ამჟამად ფეხბურთელი უგუნდოდაა და მარკ ჰიუზის ნებართვით, "ქუინზ პარკის" შემადგენლობაში ვარჯიშობს.

"დიახ, ოუენი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. მხარეთა შორის არანაირ ვალდებულებაზე ლაპარაკი არ არის. უბრალოდ, მას ფორმის აღდგენა სურს და მოხარულები ვიქნებით, თუკი მას მიზნის მიღწევაში დავეხმარებით," - აცხადებს ლონდონელთა უელსელი თავკაცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!