ანტონიო 200 000 ევროს გადაიხდის და რაც მთავარია, სამი თვის განმავლობაში ტრიბუნებიდან მოუწევს თავისი გუნდის თამაშების ყურება
დასრულდა თუ არა ევროპის ჩემპიონატი, იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება განაახლეს და ახალი დამნაშავეებიც გამოავლინეს; ერთ-ერთი მათგანი ანტონიო კონტე გახლავთ, რომელსაც "სიენაში" მუშაობის პერიოდიდან ამოუქექეს შავი საქმეები და ბრალიც დაუმტკიცეს.

შორს წაგვიყვანს ყველა იმ ფაქტზე ლაპარაკი, სადაც ანტონიოს გვარი ფიგურირებს, მაგრამ მოკლედ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "იუვენტუსის" ამჟამინდელი თავკაცი გარიგებულ მატჩებში ირიბ მონაწილეობაშია მხილებული.

ბუნებრივია, "ვეკია სენიორას" თავკაცს საჯარიმო სანქციები დაეკისრა და თანაც, საკმაოდ სერიოზული - თავად განსაჯეთ, ანტონიო 200 000 ევროს გადაიხდის და რაც მთავარია, სამი თვის განმავლობაში ტრიბუნებიდან მოუწევს თავისი გუნდის თამაშების ყურება... დიახ, კონტე დისკვალიფიცირებულია და 14 მატჩი "იუვეს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე წარუძღვება.

"ამ უსამართლო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაპროტესტებ და დიდი იმედი მაქვს, რომ სასჯელი მთლიანად მომეხსნება.

მაიმედებენ, რომ დისკვალიფიკაციის პერიოდის მკვეთრად შემცირებაა შესაძლებელი, მაგრამ მე სასჯელის სრულად მოხსნა მსურს.

აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ და ძალიან საწყენია, რომ ასეთ გაუგებრობაში გავეხვიე. იტალიურ ფეხბურთში სრული განუკითხაობაა და ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი".

მოკლედ, მთელი სამი თვის განმავლობაში "იუვენტუსს" თამაშებზე მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს გასვლა და ბუნებრივია, რომ ეს გაუთვალისწინებელ პრობლემებს შექმნის. ამ მხრივ, კონტე ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ მისი თანაშემწეები თავს არ შეირცხვენენ. ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს...

ამასობაში "იუვენტუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ტურინელები რობინ ვან პერსის ტრანსფერს მიუბრუნდნენ და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ამ თემაზე ფიფას აგენტმა ფაბიო პარიზიმ ისაუბრა, რომელიც იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურაა და როგორც ამბობენ, სიტყვა ეთქმის - მოვუსმინოთ ფაბიოს:

"რობინ ვან პერსის ტრანსფერი ბევრმა გამორიცხა, მაგრამ რეალობა რადიკალურად განსხვავებულია - ჰოლანდიელი ფორვარდი, პრაქტიკულად, უკვე შეუთანხმდა "იუვენტუსის" მესვეურებს და ბოლო სიტყვა "არსენალის" ხელმძღვანელებს ეთქმით.

ჩემი ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან, წამყვანი თავდამსხმელი ტურინში გაუშვან და მხოლოდ თანხაზეა მოსალაპარაკებელი. ჩემი გამოცდილებით, ეს საკითხი 80%-ით მოგვარებულია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე