ოთხი წყვილი, რომელიც ბადმინტონის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, დისკვალიფიკაციის გამო ტურნირიდან მოხსნეს
ოთხი წყვილი, რომელიც ბადმინტონის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, დისკვალიფიკაციის გამო ტურნირიდან მოხსნეს.

როგორც BBC იტყობინება, ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციამ დისციპლინარული სანქციები გამოიტანა იმ ქალი ბადმინტონისტების მიმართ, რომლებიც შეგნებულად ცდილობდნენ ოლიმპიადის მატჩების წაგებას.

ლაპარაკია ორ კორეულ და თითო ჩინურ და ინდონეზიურ წყვილზე. სპორტსმენებს ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ბოლომდე არ იხარჯებოდნენ გამარჯვებისთვის.

კერძოდ, ფედერაციას ეჭვი გაუჩნდა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩზე, რომელშიც ჩინელები - ვანი და იუ (რეიტინგის პირველი წყვილი) და კორეელები - იუნი და კიმი (მე-8 ნომერი) ხვდებოდნენ ერთმანეთს. ორივე გუნდი წაგებას ცდილობდა, რადგან ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება და მეოთხედფინალურ ეტაპზე უფრო მოხერხებული მეტოქის მიღება სურდა.

ბადმინტონისტების ქცევა შეუმჩნეველი ნამდვილად ვერ დარჩებოდა. ისინი თითქმის სულ ცდებოდნენ, აუტში აგდებდნენ ან ბადეს არტყამდნენ ვოლანს. საინტერესოა, რომ მატჩში ყველაზე გრძელმა გათამაშებამ მხოლოდ ოთხი დარტყმა დაიტია.

სპორტსმენებზე არ იმოქმედა არც მსაჯების გაფრთხილებამ და არც ტრიბუნებიდან სტვენამ. ბოლო ქულამდე მათ არ უღალატეს არჩეულ ტაქტიკას. როგორც გითხარით, აზიელებს პლეი ოფში პოტენციურად უფრო სუსტი მეტოქის მიღება უნდოდათ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათ სავარაუდო მეტოქეებს უფრო გვიან უწევდათ ურთიერთობის გარკვევა.

მატჩის შემდეგ კორეელებმა უარი განაცხადეს კომენტარზე. იუმ კი თავი შორს დაიჭირა მატჩის შეგნებულად წაგების ტაქტიკისგან. "ჩვენი მეტოქე მართლაც ძალიან ძლიერი იყო, - თქვა ჩინელმა. - თან გონებაში პლეი ოფის მატჩები გვიტრიალებდა და გვინდოდა, უფრო მეტი ძალები შეგვენახა".

აღშფოთება ვერ დამალა სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰან-კოკ სუნმა. "ამ თამაშში არ იგრძნობოდა ოლიმპიური სული, - განაცხადა მან. - მითხარით, როგორ შეიძლება ასე თამაშობდეს მსოფლიოს ნომერ პირველი წყვილი?" გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ სუნმა მხოლოდ ჩინური დუეტი გააკრიტიკა. არადა, მისი შეგირდები მსახიობობაში არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ჩინელებს.

მაგრამ ამით ცირკი "უემბლიზე" არ დასრულებულა. შემდეგ პროგრამაში იყო ინდონეზიური (პოლი/ჟაუჰარი, მე-12 ნომერი) და კორეული (ჰა/კიმი, მე-3 ნომერი) წყვილების შეხვედრა. სწორედ ამ მატჩში ირკვეოდა ზემოთ ნახსენები წყვილის მეტოქეები.

ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ თამაშის სურათი იგივე იყო. და აქაც არ გაუმართლათ კორეელებს - მათ მოიგეს შეხვედრა და მეოთხედფინალში ჩინურ დუეტზე გავიდნენ.

საბოლოოდ სპეციალურმა საბჭომ გუშინ ოთხივე წყვილის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო და ქალთა წყვილების ტურნირი ამით ძალიან დასუსტდა, თუმცა სპორტსმენებმა ეს სასჯელი ნამდვილად დაიმსახურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"