თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 10 000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 10 000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ძირითად ბადეში დაშვებული ნათია გეგია ასპარეზობის სტარტზე მე-5 ნომრად განთესილ ესპანელს - ნურია პარიზას-დიასს დაუპირისპირდა. პირინეელმა პირველ სეტში შედარებით იოლად იმარჯვა - 6:3, მომდევნოებში კი ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

მეორე ხელი დაძაბულად წარიმართა და ჩვენებურმა 7:6 მოიგო. გადამწყვეტ სეტშიც ქართველმა მიაღწია წარმატებას - 7:5 და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იაპონელი იუუკი ტანაკას მძლეველ იტალიელს - ლინდა მაირს შეხვდება.

უკვე გაუწყეთ, რომ ანკარაშივე წყვილთა პაექრობის პირველ წრეში თამარ ჭალაგანიძისა და კიმბერლი კასარის (მალტა) დუეტმა ბაბილინა მაჩაიძეს და აისენურ დურმუშის (თურქეთი) აჯობა - 6:3, 6:2.

2 აგვისტოს ისინი პირველ ნომრად განთესილ ლაურა-იონა ანდრეის (რუმინეთი) და ზუზანა ზლოჩოვას (სლოვაკეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

გუშინვე გერმანული ბად საულგაუს 25 000-იანი ქალთა ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზა სოფიო ქვაცაბაიამ. სამწუხაროდ, ჩვენებური იტალიელ იულია მაირთან ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა