სოსო ფრუიძის გუნდი ედიკ საჯაიამ, დავით დიღმელაშვილმა და რევაზ გოცირიძემ გააძლიერეს
საჩხერის "ჩიხურამ" ბოლოს საკონტროლო მატჩი ლანჩხუთის "გურიასთან" ითამაშა და 2:0 მოიგო. გოლები დავით კირკიტაძემ და ნიკა კვასხვაძემ გაიტანეს.

მომდევნო ტესტ-მატჩს "ჩიხურა" 5 აგვისტოს გამართავს ქუთაისის "ტორპედოსთან".

სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა სოლიდური შევსება მიიღო გამოცდილი ფეხბურთელების სახით. "ჩიხურაში" მივიდა 31 წლის მცველი ედიკ საჯაია, ვინც ბოლოს "ზესტაფონში" თამაშობდა. თავის დროზე საჯაიას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

საჩხერელთა გუნდს დაემატნენ 32 წლის ნახევარმცველი დავით დიღმელაშვილი და 31 წლის თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე - ისინი მანამდე ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდნენ.

გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ სამეულს "ჩიხურა", რომელიც წინა სეზონის დასრულების შემდეგ არაერთმა მრავალნაცადმა ფეხბურთელმა დატოვა - ლაშა ნოზაძემ, სანდრო იაშვილმა, ირაკლი ლილუაშვილმა, გოგი ფიფიამ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე