უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ქუთაისის "ტორპედოს" 8 მატჩი დასჭირდა საიმისოდ, რომ პირველი გამარჯვება მოეპოვებინა...

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ქუთაისის "ტორპედოს" 8 მატჩი დასჭირდა საიმისოდ, რომ პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. თამაშს თვალს ადევნებდა ახლახან გუნდიდან წასული რამაზ მუმლაძე, რომელმაც ნამატჩევს სტუმართა გასახდელს მიაშურა და ყოფილ ფეხბურთელებს მოგება მიულოცა...

აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთათურებმა პირველი გამარჯვება სწორედ მუმლაძის მიერ "ავაზადან" აყვანილი, 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელ ლაშა ქემუხტაშვილის დუბლის წყალობით მოიპოვეს. გუშინ პირველად მოხდა ისიც, რომ "ტორპედომ" ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა...

"ტორპედოს" ტრავმირებული ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია აკლდა. სტუმართა რიგებში მყოფი მცველი დაჩი ფოფხაძე და ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი გასულ სეზონში "სპარტაკში" თამაშობდნენ და ყოფილი გუნდის ძლევაში თავიანთი წვლილიც შეიტანეს.

ქუთათურებმა დამსახურებულად მოიგეს. მათ თავიდანვე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა, ტაიმის შუაწელში კი უკვე სრულად დომინირებდნენ. მათი პირველივე მწვავე შეტევა გოლით დასრულდა. 28-ე წუთზე საბანაძემ ქემუხტაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ამ უკანასკნელის ოსტატურ დარტყმას გრიშიკაშვილი ვერ შესწვდა და ანგარიშიც ასე გაიხსნა - 0:1.

გოლმა მასპინძლები გამოაცოცხლა. მათ თამაში მოედნის ცენტრში გადაიტანეს. ტაიმის ბოლო ათ წუთში კი ისევ იმერლებმა იძალეს და მეორე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ... საბანაძის დარტყმული ხარიხას მოხვდა. ათ წუთში საბანაძე მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა ცხინვალელთა კარს. ტაიმის ბოლოს, ქემუხტაშვილმა გადააწოდა მერაბ გიგაურს, რომლის თავურზე გრიშიკაშვილმა იმარჯვა.

"სპარტაკის" თავკაცმა გოჩა ჩიქოვანმა შეცვლებით სცადა გუნდის გამოცოცხლება. შემტევი პოტენციალი მან ნახევარმცველ ვალერი ბოლქვაძითა და თავდამსხმელ ილია ბუზალაძით გააძლიერა, მაგრამ მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა. მეორე ტაიმის სტარტზე ქუთათურებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი. 47-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილის პირველ დარტყმას (ქემუხტაშვილის პასის შემდეგ) გრიშიკაშვილი გადაეფარა, დამატებაზე ყველას თავად დაასწრო, მაგრამ მცირედით ააცილა...

იმერლებმა მასირებული შეტევები გააგრძელეს და... მეტოქეს მეკარე შეაცვლევინეს. 58-ე წუთზე წუთზე ქემუხტაშვილმა მეკარეს ბურთზე ფეხი წაუკრა და საჯარიმოს გარეთ გასული გრიშიკაშვილი იძულებული გახადა, ხელით ეთამაშა. არბიტრმა ლაშა სილაგავამ "სპარტაკის" მეკარე გააძევა, რომლის ნაცვლად კარში სარეზერვო გოლკიპერი ნიკა დაუშვილი ჩადგა.

ამან "ტორპედო" უფრო მადაზე მოიყვანა. მე-60 წუთზე ჩიკვილაძის დარტყმულმა ხარიხა შეაზანზარა. დათუნაიშვილს კი დაუშვილმა აუღო. თავის მხრივ, "სპარტაკმაც" შეაწუხა მეტოქე, მაგრამ ბოლქვაძის დარტყმული მცირედით ასცდა მიზანს.

იმერლებმა მეორე გოლი მოამწიფეს და სხვაობაც გაზარდეს. 73-ე წუთზე ქემუხტაშვილმა კვლავ ოსტატურად "მოჭრა" ბურთი და ანგარიში ორამდე გაზარდა. სტუმრებს კიდევ ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ჩიკვილაძის დარტყმული ამჯერად მეკარემ აიღო, გურულს კი მცირედით უმტყუნა მიზანმა. მატჩის მიწურულს "სპარტაკმა" მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - ბოლქვაძის ჩაწოდებას მგელაძის თავური მოჰყვა - 1:2.

"ტორპედომ" ამ მოგებით ქულები გააორმაგა, "სპარტაკს" გაუსწრო, ბოლოდან მერვე ადგილზე აღზევდა და ქართულ "ელ კლასიკოში" "დინამოს" ამაღლებული განწყობით დაუხვდება.

მატჩის შემდეგ

გოჩა ჩიქოვანი (სპარტაკი): "მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. პირველ ტაიმში სუსტად წარმოვჩნდით, მეორე ნახევარში უკეთ ავთამაშდით, მაგრამ კაცნაკლულები დავრჩით. მიუხედავად ამისა, ერთი გოლი მაინ გავიტანეთ. მომდევნო მატჩებში უკეთ თამაში გვმართებს".

გია გიგატაძე (ტორპედო): "ამდენი ხანია, პირველ მოგებას ველით და როგორც იქნა, ნავსი გატყდა. თამაში მოვიგეთ და მჯერა, წარმატებები კიდევ მოვა. ალალად გეტყვით, ეს მოგება ჩემი დამსახურება არ არის. ამ გამარჯვებას რამაზ მუმლაძემ ჩაუყარა საფუძველი".

სპარტაკი 1

ტორპედო 2

29.09. თბილისი. მ. მესხი. 500 მაყურებელი

0:1 ქემუხტაშვილი (28. საბანაძის პასით), 0:2 ქემუხტაშვილი (73. დიღმელაშვილის პასით), 1:2 მგელაძე (90. ვ. ბოლქვაძის პასით)

სპარტაკი ტორპედო

4-4-2 4-4-2

გრიშიკაშვილი მიგინეიშვილი

ჭაფოძე ფოფხაძე

ბოიომო ს. თოდუა

მგელაძე ფარულავა

კორსანტია ჩიკვილაძე

ჩალაძე გ. დათუნაიშვილი

შონია დიღმელაშვილი

ხაჭვანი მ. გიგაური

შ. კაშია თ. თარხნიშვილი

დეკანოიძე საბანაძე

კლოვისი ქემუხტაშვილი

სპარტაკი

46. ხაჭვანი - ვ. ბოლქვაძე

46. კლოვისი - ბუზალაძე

58. კორსანტია - დაუშვილი

სათადარიგოები: აქუბარდია, ცინცაძე, სარალიძე, მაისურაძე

ტორპედო

75. ქემუხტაშვილი - ცნობილაძე

75. მ. გიგაური - გურული

83. საბანაძე - კირკიტაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, რ. კვასხვაძე, ზ. ხაჭიპერაძე, როსტიაშვილი

გაფრთხილება: კორსანტია (31), ჩალაძე (32), ცნობილაძე (90),

გაძევება: გრიშიკაშვილი (58), ვ. ბოლქვაძე (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...