"ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო ძიუდოისტი ლადო ვარძელაშვილისა და გია უდესიანისგან ზეწოლას განიცდიდა
"ქართული ოცნება" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს (იხილეთ ვიდეო).

ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 2 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

ფანჯიკიძის განცხადებით, შუკვანზე ზეწოლა ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებისთანავე დაიწყო. ის თვითმფრინავშიც გაგრძელდა.

მისი თქმით, შუკვანს ეუბნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მხარი არ დაეჭირა და უცენზურო სიტყვებითაც მიმართავდნენ.

ფანჯიკიძის თქმით, შუკვანმა ოლიმპიადაზე პირველი შეჯიბრი მოიგო, მეორე შეჯიბრი კი წააგო, რის შემდეგაც ძიუდოისტმა მიიჩნია, რომ მსაჯები უსამართლოდ მოექცნენ. "ქართული ოცნების" პრესსპიკერის ინფორმაციით, ძიუდოისტმა რეაგირებისთვის ქართულ დელეგაციას მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო.

ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ შუკვანს ქართული დელეგაციის წევრები იმიტომ არ დაეხმარნენ, რომ ის ღიად აცხადებს ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერას.

"ქართული ოცნების" პრესსპიკერის თქმით, შუკვანს ოლიმპიური სოფლიდან გამოპარვაც კი დასჭირდა, რადგან მასთან შეხვედრას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გია უდესიანი 10 კაცთან ერთად ითხოვდა. თუმცა შუკვანმა შეხვედრას თავი აარიდა და ფანჯრიდან გადახტა. საქართველოში კი ხორვატი მეგობრის დახმარებით დაბრუნდა.

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ბეთქილ შუკვანის ასპარეზობა ქართულ ტელევიზიებს არ გადმოუციათ მაშინ, როდესაც ყველა ქართველი მონაწილის შეჯიბრი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

"ეს ფაქტი არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ ამ ქვეყანაში სპორტსმენები იყოფიან ხელისუფლების და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებად და ეს დაპირისპირება ხელისუფლებას სპორტსმენებში ხელოვნურად შეაქვს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის თქმით, ისინი ბეთქილ შუკვანისათვის ადვოკატის აყვანას და ყველაფრის გარკვევას აპირებენ.

პრესკონფერენციას თავად ბეთქილ შუკვანიც ესწრებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა

შავლეგო
სამარცხვინოა პირდაპირ...რა ამაზრზენი ადამიანიცაა, სპორტსმენზე რომ არაფერი ვთქვათ, სცენარიც ისეთი დაუწერეს, ნამდვილ ბრიყვს რომ ეკადრება,ზუსტად ისეთი...ნეტა ოდესმე მაინც თუ მიხვდება ეს ხეპრე, რა დღეში ჩაიგდო თავი? რაღაც არა მგონია, ოდესმე ამის გაანალიზება შეძლოს, თუ ვინმემ არ შეიცოდა და თვალი არ აუხილა, მისი თანამებრძოლები ამას ალბათ არ გააკეთებენ, ,,შავი, იაფი მუშახელია" ალბათ მათთვის, ნეტა სადმე პატრონი არ ჰყავს?
ი.კ.
კარგი შუკვანი ამდენს ვერ ხვდება მარა ეს ამხელა პარტია იმას ვერ მიხვდა რომ ეს ჯობდა ასე სამსჯავროდ არ გამოეტანა, ხუთი წამიც უნდა გაეძლო და მოგებული ქონდა. სირცხვილია უბრალოდ. და ეს კიდე ტატამზე იყო თუ ტრიბუნაზე, პოლიტიკური განცხადებების კეთებას გერჩივნა ჯერ ოლიმპიადაზე ნორმალურად გამოსულიყავი. კარგი ქართველი ხარ ბატონო ბიძინა მარა ასეთ შეცდომას შენი პარტიის პრეს მდივანი არ უნდა უშვებდეს
ვასკულატ
შუკვანს რა უნდოდა ოლიმპიადაზე,ცაეყვანათ,პაპინაშვილი,ფორმაშიც იყო და განტესილიც რეიტინგში,მომიტრიეს აქ ხისტავიანი სვანი,მაიტა ნასოსიიიიიი,ხფტუი ტქვენიიიიიიიი
NIKA
შუკვანმაც და სხვებმაც ვერ იასპარეზეს კარგად და ეს ყველაზე მეტად თვითონ მაგათი ბრალია,თუმცა რამ გამოიწვია სპორტსმენთა ასეთი მოუმზადებლობა ესაა საინტერესო.სპორტსმენი უნდა იყოს სპორტში და პოლიტიკოსი პოლიტიკაში,ჩვენთან პირიქითაა, შესაბამისად არც სპორტი გვივარგა და არც პოლიტიკა.
london
როცა ომი იყო მაშინ არ გამოქცეულან ოლიმპიელები და ბოლომდე იბრძოლეს....თფუი ამის კაცობას და საერთოდ სპორტსმენობას! შუკვანი მშიშარა მოჭიდავეა რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ოლიმპიადაზე! ოქროს გამბედავები და მამაცები იგებენ არა კუანები და მეოცნებეები!
sasha
სპორტის მინისტრები ზეწოლას არ აკლებენ სპორცმენებს ხოპილი დასაჭერია მხოლოდ იმის გამო რომ ქუმარიტაშვილი ძალით დასვა ციგაზე,ქართველები ნაცისტების მართველობის ქვეშ სამარცხვინო და სასაცილოები გახდნენ
Parliament
abesa ვარძელაშვილის ბრალია აბა ვისი ბრალია !! ადამიანზე რომ ზეწოლას მოახდენ მაგას მერე რა უნდა მოთხოვო?? დააშინეს სპორტსმენი, კიდევ რეები მოხდა ღმერთმა იცის. შეიძლება აწამეს და ცემეს კიდეც. ამათგან ხო არაფერია გასაკვირი. ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ ერთი შენზე მოხდეს მსგავსი ზეწოლა და დაშინება ისეთ დღეში ჩავარდები მტერს არ ვუსურვებ.
aka
ბრალი კიარააა,ვარძელაშვილს კითხეთ ძალოსნობაში რომელი სპორტი შედის-თქო და ვერ ჩამოთვლის,გონზე არაააა!აზრზე რომააა იმიტოა ჩვენი საქმე კარგად!***ეებისქვეყანაში ვცხოვრობთ და ხალხსაც ა***ვებენ!
abesa
ისიც ვარძელაშვილის ბრალია, 5 წამი რო ვერ გაძლო და ვეერ მიიყვანა ბოლომდე,რა დალევს არაკაცებს საქართველოში,უბრალოდ სამარცხვინოა რო ასეთი სპორცმენი გვყავდა ოლიმპიურ გუნდში,წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება ყველაფერზე ადვილიაა
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება