ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ თავსა და გუნდზე ისაუბრა
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ განაცხადა, რომ ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის.

"ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ხარ, მოიგებ თუ არა. ეს სამუშაო ასეთია.

ვფიქრობ, ყველანი კმაყოფილნი ხართ იმით, რასაც გასულ სეზონში მივაღწიეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უკვე წარსულია.

ახლა წინ უნდა გავიხედოთ. ამ სეზონში ბევრ მიზანს ვისახავთ. ისეთი შეჯიბრებები გველის, რომელშიც მოხვედრა იოლი არაა, მაგალითად, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

დიდი დროა საჭირო, რათა ამ შეჯიბრებებში მოვხვდეთ. იქ გასვლა რთულია. ამ სეზონს მოუთმენლად ველი.

ვფიქრობ, ხაზებს შორის შეთამაშება და შემადგენლობის როტაცია ჩვენი შეტევის ძალა უნდა გახდეს. ადრე მხოლოდ ხუან მატა გვყავდა, თუმცა ამ პოზიციაზე რაულ მეირელეშმაც ითამაშა რამდენჯერმე.

ეს გუნდის თამაშს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ჩვენი შეჩერება უფრო რთული იქნება, უფრო ძნელად პროგნოზირებადები გავხდებით.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ახალბედების გუნდში ინტეგრირებაა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა შესაძლებლობის მოთამაშეების გამოჩენამ შესაძლოა გუნდი შეცვალოს, მაგრამ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი უნდა ვიპოვოთ", - აცხადებს დი მატეო.

დი მატეომ, რომელიც შვეიცარიაში გაიზარდა, საფეხბურთო ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისსა და იტალიაში გაატარა. ის აღიარებს, რომ მისეული თამაშის ხედვა და ფილოსოფია ამ სამი ქვეყნის კულტურის ნაზავია.

"თითოეულმა ამ კულტურამ ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. თავს ძალიან ევროპიზირებულად ვგრძნობ, რადგან ვცხოვრობდი და ვმუშაობდი შვეიცარიაში, ინგლისსა და იტალიაში.

ფეხბურთი ახალგაზრდობაში შვეიცარიაში ვისწავლე და იტალიაში, რადგან

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც იქ ჩავედი.

როგორც მოთამაშემ, იტალიაში ბევრი რამ ვისწავლე. ფეხბურთელი კი მუდამ სწავლობს, როდესაც სხვადასხვა მდგომარეობაში ხვდება და გამოცდილებასაც აგროვებს", - ამბობს დი მატეო.

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა