შუკვანთან დაკავშირებით, ოლიმპიადაზე მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სიტყვაც არ დაუძრავთ
ლონდონში მყოფი სპორტული გაზეთი "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ოლიმპიადაზე მყოფმა ქართველმა ჟურნალისტებმა არაფერი იცოდნენ.

როგორც თენგიზ გაჩეჩილაძემ "ინტერპრესნიუსს" ლონდონიდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოლიმპიადაზე მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სიტყვაც არ დაუძრავთ და იმის გამო, რომ დელეგაციის ხელმძღვანელები სხვა ტერიტორიაზე არიან, ხოლო ჟურნალისტები ცალკე, ამ დრომდე ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

"ბეთქილ შუკვანის შესახებ სიტყვა არავის დაუძრავს. ჩვენ ვცდილობთ, გადავამოწმოთ მისი ნათქვამი ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ლონდონში მყოფ ჟურნალისტებს არც ბეთქილ შუკვანი დაკავშირებია.

"ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა განაცხადა, რომ ლონდონის ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი. არ შეეძლოთ, რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენს მიმართ და ვარ ქართველ ერთან ერთად-მეთქი", - განაცხადა ძიუდოისტმა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს, - აღნიშნა შუკვანმა და დასძინა, რომ ლონდონიდან ხორვატი მეგობრის დახმარებით მოახერხა დაბრუნება.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე

სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა