გურამ პაპიტაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ლომერ ჟორჟოლიანის წარუმატებელ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა
საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელმა გურამ პაპიტაშვილმა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლომერ ჟორჟოლიანის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან 1/16-ფინალში დამარცხდა. მანამდე კი რუმინელ დაინელ ბრატას აჯობა.

გურამ პაპიტაშვილი:

"ძალიან უნიათოდ გამოვიდა, ორ შეხვედრაში ერთი ილეთი ვერ გააკეთა. ვიღაცა რომ წაგეჩხუბოს, იქ შეეცდები ფანდს.

მეორე შეხვედრას გაფრთხილებით აგებ და ერთი გდება როგორ ვერ უნდა გააკეთო? ან ამდენ შეკრებაზე რას აკეთებდა, ან ამას მწვრთნელი რად უნდა - გინდ ქართველი და გინდ - უცხოელი? ქართველმა კაცმა ილეთი როგორ ვერ უნდა შეასრულო.

ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ამდენი ივარჯიშა, მაგრამ არ ვიცი, რა ვთქვა, ლამის დავაავადმყოფდი ამათ ხელში.

მართალია, შორიდან ცქერა იოლია, მაგრამ მთელი გუნდიდან ერთი მედალი ავიღეთ მხოლოდ. არადა, რამდენი შეკრება გაიარეს, სად არ ჰყავდა წაყვანილი ნაკრები - იაპონია, კორეა და რამდენი, მაგრამ მწვრთნელი იქით იყოს და, საკუთარი თავიც ხომ უნდა მართო?"

ასევე იხილეთ:

ლომერ ჟორჟოლიანი ოლიმპიადას უნუგეშოდ აზერბაიჯანელმა გამოთიშა [+VIDEO]

სპეციალისტის კომენტარი ქართველი ძიუდოისტების გამოსვლაზე: ეს უდიდესი დანაშაულია!

ვასკულატ
მომისმინე ბესო,ნაკრებში ისეტი ხალხი ყავტ რომ,ლაპატკაზეც არ ივარგებენ სამუშაოტ,შენ რას მასცავლი გამოპიტულები იყვნენ ტუ გადაპიტულები,რო არ იცი რას ლაპარაკობ,ერტი ცელი სუ ერტობლივ ზბორზე იყვნენ ხან რომელ და ხან რომელ ქვეყანაში,და შედეგიც უნდა ყოპილიყო ყველა ვარიანტში,მაგრამ ესენი გულაობასა და მანქანიტ კატაობას მოუნდნენ,ზბორებზე და მოიმკეს კიდეც,და გირსებიც არიან,ამატ საცჰიდავებელს ზაიზენბახერი ნაგდატ არ იცჰიდავებდა,და ამატაც უნდა გაენზრიატ ის ხისტავები ტყუილა რო აბიატ!
ბესო
შენ ხომ აფვრქვევ ჭკუას, სახელზე გეტყობა რაცა ხარ, გუნდს ნორმალური მწვრთნელი უნდა ყავდეს, ქვეყანას კი ნორმალური მინისტრი, ბიჭები გადაღალეს და გამოფიტეს არასწორად დაგეგმილი შეკრებებით ახალა კი უკვირთ შედეგი არ არისო.
ვასკულატ
სვანი და ჭკუა ზაან შორსაა,დამიჯერეთ!........
zaza
დიდად პატივცემულო ადამიანო ბატონო გურამ, 100%-ით გეთანხმებით. ადამიანმა პირველ რიგში შენი თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგო. რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყო, როგორი "ზეწოლაც" არ უნდა განახორციელონ შენზე, შეხვედრა, რომელსაც იგებ, 5 წამში არ უნდა წააგო და 2 შეხვედრაში ერთი ილეთი მაინც უნდა ჩაატარო. ეხლა ჩამოვიდნენ და ცაიცვან ზოგმა ნაც. მოძრაობის და ზოგმა "ქართული ოცნების" მაისურები. ვიღას რაში აინტერესებს ეს სუბიექტები. გონების ნაკლებობას რომ განიცდიან მოჭიდავეები, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ძალაც თუ გამოეცლებოდათ, ამას ვერ წარმოვიდგენდი.
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო