"ტორპედოს" აწ უკვე ყოფილ თავკაც რამაზ მუმლაძის გადადგომის შემდეგ, გუნდი დუბლების მწვრთნელ გია გიგატაძეს ჩააბარეს, რომლის ხელმძღვანელობით ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება გუშინ მოიპოვეს...

"ტორპედოს" აწ უკვე ყოფილ თავკაც რამაზ მუმლაძის გადადგომის შემდეგ, გუნდი დუბლების მწვრთნელ გია გიგატაძეს ჩააბარეს, რომლის ხელმძღვანელობით ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება გუშინ მოიპოვეს. თუმცა მოარული ხმების მიხედვით, კლუბის მეპატრონე "ვისოლის" ხელმძღვანელობა გუნდისთვის მაღალი დონის მწვრთნელს ეძებს. კანდიდატურებიც დასახელდა - გიორგი დარასელია, ასევე გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის ტანდემი. სხვა გვარებმაც გაიჟღერა...

გუშინ ქუთათურებმა გია გიგატაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს და საინტერესოა რა აზრისაა "ტორპედოს" შეფი მწვრთნელის საკითხზე. გუშინდელი მატჩის გარდა, კლუბის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძეს ამ თემაზე გავესაუბრეთ.

- ნავსი გატყდა და ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო. აბსოლუტურად ობიექტურად გეტყვით, მოგებას წინა მატჩებშიც ვიმსახურებდით, მაგრამ იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს... გუნდის ჩამოყალიბებას და სათანადოდ ათამაშებას დრო სჭირდება. ჩვენ დიდი ხნით ვართ "ტორპედოში" მისულები და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სტრატეგიული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

- ცხრილში ბოლო ადგილს ამ მოგებით მოსწყდით. მიმდინარე სეზონში რა მიზნისთვის იბრძოლებს "ტორპედო"?

- ჩვენი მიზანია მოწინავეთა შორის ვიყოთ და "ტორპედო" ღირსეული ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იყოს. მართალია პირველად მერვე ტურში მოვიგეთ, მაგრამ, სამ წრეზე მეტი წინ არის და ცხრილში უფრო ზემოთ უნდა ავინაცვლოთ.

- პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი ხუთეული და სამეულია?

- ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია ლიდერთა მარაქაში ვიყოთ.

- გუნდს გია გიგატაძე ხელმძღვანელობს. ისევ აგრძელებთ მუშაობას მაღალი დონის მწვრთნელის მოსაწვევად?

- გია დარჩება და მუშაობას გააგრძელებს, დანარჩენს კი ვითარება გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია, "ტორპედოს" წარმატების ისტორია გავაგრძელოთ.

- თუ გქონდათ საუბარი გიორგი დარასელიასთან ან გიორგი კიკნაძესთან?

- ჯერჯერობით, გია გიგატაძე ხელმძღვანელობს გუნდს და ვეცდებით, მასთან ერთად მივაღწიოთ წარმატებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა