1-ელ აგვისტოს ამხანაგური მატჩები გამართა ლა ლიგაში აღზევებულმა სამივე გუნდმა
1-ელ აგვისტოს ამხანაგური მატჩები გამართა ლა ლიგაში აღზევებულმა სამივე გუნდმა, ითამაშა "სევილიამ", სამხრეთ ამერიკაში კი - მადრიდის "ატლეტიკომ". მცირე მიმოხილვას ამ უკანასკნელის შეხვედრით დავიწყებთ...

კოლუმბიაში 8 ათას მაყურებელზე მეტი არ მივიდა ადგილობრივი "ატლეტიკო ნასიონალ დე მედელინასა" და "ატლეტიკოს" მატჩის სანახავად. არადა, მადრიდულ გუნდში კოლუმბიური ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, რადამელ ფალკაომ ითამაშა და სწორედ მისმა გოლმა გაამარჯვებინა ესპანელებს.

ეს "ატლეტიკოს" ამერუკული ტურნეს პირველი მატჩი იყო. სხვათა შორის, დიეგო სიმეონეს შეცვლებმა გაამართლა, ისევე როგორც ოლივერ ტორესის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებამ - ეს 17 წლის ახალგაზრდა ფანტასტიკურად თამაშობს. კოლუმბიელთა წინააღმდეგ მან დიდებული საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მიჩელის "სევილია" სეგუნდა დივიზიონის "კორდობასთან" დამარცხდა - 0:1. 10 ათასმა ანდალუსიელმა გაიხარა დაბალი რანგის გუნდის ამ გამარჯვებით. აი, "სევილიას" შუახაზის ეფექტურობაზე კი კითხვები მძაფრდება.

მიჩელი ვერ ახერხებს გუნდის სათანადოდ აწყობს, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია - ლა ლიგის სტარტამდე ორ კვირაზე მეტი რჩება. სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონმა ხესუს ნავასმა პირველად ითამაშა ევრო 2012-ის მერე.

ლა ლიგაში აღზევებულთაგან მხოლოდ "დეპორტივომ" მოიგო, "ვალიადოლიდი" და "სელტა" დაბალი ლიგის წარმომადგენლებს დაუზავდნენ. "ლუგოსთან" 1:0 გამარჯვებაში ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა აბელ აგილარს. გამარჯვების გოლი პაულ ინსუამ გაიტანა, ევროპის ჩემპიონმა 19-წლამდელთა შორის.

1 აგვისტო

ნასიონალ დე მედელინა-ატლეტიკო 1:2

ატლეტიკო: ასენხო - სილვიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მარიო, გაბი - არდა თურანი, ოლივერი, სებოლა - ფალკაო.

შეცვლაზე შევიდნენ: კადერი, რაულ გარსია, საული, ტიაგო, ემრე, ბორხა, კატა დიასი და პულიდო.

გოლები: 1:0 პახოი (3), 1:1 კადერი (67), 1:2 ფალკაო (85)

ლუგო-დეპორტივო 0:1

დეპორტივო: არანსუბია - მანუელ პაბლო, უჩიო, ინსუა (72. აიტამი), ევალდო (46. ლაურე) - ანდრე სანტოსი (46. აგილარი), ბერგანტინიოსი - გამა (72. საული), ვალერონი (72. ხუან კარლოსი) - პიცი (72. ვიქტორი), რიკი (72. ბოდიპო).

გოლი: 0:1 ინსუა (51)

პონფერადინა-სელტა 1:1

სელტა: ხავი ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ტონი, ალექს ლოპესი, ობინია, ხ. ტომასი - ასპასი, ბერმეხო.

შეცვლაზე შევიდნენ: სამუელი, დ. როდრიგესი, დე ლუკასი, ინსა, ბუსტოსი, ვილა, აბალო, ბელვისი.

გოლები: 0:1 ასპასი (10), 1:1 ვერა (62)

კორდობა-სევილია 1:0

სევილია: დიეგო ლოპესი - სისინიო, სპაჰიჩი, ბერნარდო, ლუნა - კონდობია, რაკიტიჩი, კამპანია, რაბელიო, დელ მორალი - ბ. დიავარა.

შეცვლაზე შევიდნენ: პალოპი, ფ. ნავარო, მედელი, ხესუს ნავასი, რეიესი, ტროხოვსკი, ნეგრედო, კალა და ერვასი.

გოლი: 1:0 პედრო (53)

სპორტინგი-ვალიადოლიდი 1:1

ვალიადოლიდი: ხაიმე - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, ბალენსიაგა - რუბიო, პერესი, ებერტი, ოსკარი - ლოლო, ხ. გუერა.

შეცვლაზე შევიდნენ: დანი, მარკიტოსი, მომილი, ნეირა, ბარახა, ბუენო, სასტრე, პენია, პესკა, ლასარო და მანუჩო.

გოლები: 0:1 ხ. გუერა (32), 1:1 კარმელო (47)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია