გერმანიის ჩემპიონმა მესამე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მძიმე მატჩი გადაიტანა
გერმანიის ჩემპიონმა მესამე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მძიმე მატჩი გადაიტანა.

უფრო სწორად, ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა და მეორე ნახევარში მისგან ქვა ქვაზე არ დატოვა, როცა 10-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 4 გოლი გაუტანა.

დიდებულად ითამაშა რობერტ ლევანდოვსკიმ, ვინც ჯერ ჩამორჩენა დაიყვანა მინიმუმამდე, მერე კი შეხვედრის უკანასკნელი ბურთი შეაგდო. ამას გარდა პოლონელმა პენალტიც მოინადირა, რასაც რიგ ქვეყნებში საგოლე პასად მიიჩნევენ. ლუკას პიშჩეკს მესამე გოლისას მარკო როისმა გაუკეთა შედეგიანი გადაცემა.

იურგენ კლოპმა შედარებით სუსტი მოწინააღმდეგე განგებ შეარჩია, რადგან, მოგეხსენებათ, გერმანიის მესამე ლიგა უკვე დაწყებულია და გუნდებიც, ასე თუ ისე, საბრძოლო რიტმში შესულები არიან. "მიუნსტერმა" ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში იმარჯვა.

ალბათ სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ მასპინძლებმა 15 ათასი ფანის თვალწინ ფავორიტს ორი გოლი გაუტანეს.

მიუნსტერი-ბორუსია (დ) 2:4

ბორუსია: I ტაიმი - ლანჟერაკი, კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ამინი, კელი, კუბა, ბიტენკურტი, გროსკროიცი, შიბერი

II ტაიმი - ლანჟერაკი, პიშჩეკი, გიუნტერი, სანტანა, ლიოვე, ლაიტნერი, გიუნდოგანი, ჰოფმანი, როისი, პერიშიჩი, ლევანდოვსკი

გოლები: 1:0 კიუნე (12-პენ), 2:0 კიუნე (33), 2:1 ლევანდოვსკი (53), 2:2 პერიშიჩი (56-პენ), 2:3 პიშჩეკი (61), 2:4 ლევანდოვსკი (63)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა