"რეკორდმაისტერის" დაცვა ისევ კოჭლობს

საინტერესო ამხანაგური მატჩი გამართა მეორებუნდესლიგელ "კაიზერსლაუტერნთან" "ბაიერნმა". თუ იმას არ ჩავთვლით, რომ დაცვის ხაზი, შარშანდელი მოსამზადებელი პერიოდისა არ იყოს, სუსტად გამოიყურებოდა, "რეკორდმაისტერის" ფანებს სერიოზული სანერვიულო არ მისცემიათ.

წინა ხაზში კონკურენციის გაჩენის შემდეგ იუპ ჰაინკესის შეგირდთაგან აშკარად დაეტყო გამოცოცხლება მარიო გომესს, ვინც მატჩის პირველი ორი მომენტი შექმნა. მან პირველად ფლანგიდან ჩაწოდებული შორეული ბურთი დაიმორჩილა და ტობიას ზიპელს მიწიდან ასხლეტილი დაურტყა. მეკარემ ფანტასტიკური რეაქცია შეაგება.

შემდეგ კი 24-25 მეტრიდან გაისროლა, მაგრამ ძელს მოარტყა. ანგარიში გომესის მონაწილეობითვე გაიხსნა. არიენ რობენის გარღვევის შემდეგ ის კარში ურტყამდა თუ პასს აკეთებდა, ძნელი სათქმელია.

ბურთი საბოლოოდ თომას მიულერს მიუვიდა, ვინც ცარიელ კარში გაიტანა. მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრეს.

აქ მანუელ ნოიერის შეცდომაზე შეიძლებოდა გვეთქვა ორიოდე სიტყვა... მალე შეცდომა უკვე მსაჯმა დაუშვა, როცა რობენის წაქცევისთვის 100%-იანი პენალტი არ დადო. მეორე ტაიმში ჰოლანდიელს რამდენჯერმე მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ამაოდ.

68-ე წუთზე გოლკიპერთან ერთი-ერთზე დარჩნენ მიულერი და ემრე ჩანი. 18 წლის საყრდენმა "ბაიერნის" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი შეაგდო.

მატჩის ბოლოს კიდევ ორჯერ შეირხა ბადე. ლამის პასით ჯერ შერდან შაქირიმ შეაგდო, ბოლოს კი ტონი კროოსის შეცდომის შემდეგ ნოიერთან პირისპირ დარჩენილმა იტალი შეხტერმა გამოიყენა სახიფათო მომენტი.

კაიზერსლაუტერნი-ბაიერნი 2:3

კაიზერსლაუტერნი: ზიპელი (ჰოსი 46), დიკი (ორბანი 71), შიმუნეკი (იაჰია 46), ჰაინტცი (ვუტენი 86), იესენი (ბუგერა 75), ვერმუთი (ფორტუნისი 61), ალუში (ჰაჯრი 71), ბორისიუკი (ლინსმაიერი 57), ცუკი (დერსტროფი 46), ბუნიაკუ (შეხტერი 46), იდრისუ (მიცანსკი 46)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი (ბოატენგი 46), ბადშტუბერი (დანტე 73), გუსტავო, ტიმოშჩუკი (ჩანი 59), კროოსი, რობენი (ვაიზერი 81), მიულერი, შაქირი (შიოპფი 87), გომესი (მანჯუკიჩი 59)

გოლები: 0:1 მიულერი (23), 1:1 დიკი (35), 1:2 ჩანი (68), 1:3 შაქირი (86), 2:3 შეხტერი (89)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"