იტალიური გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის სამზადისს და ბუნებრივია, ამხანაგურ შეხვედრებსაც უხვად მართავენ
იტალიური გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის სამზადისს და ბუნებრივია, ამხანაგურ შეხვედრებსაც უხვად მართავენ.

ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური "ნაპოლი" გახლავთ, რომელიც ყოველ მეორე-მესამე დღეს სპარინგობს და რაც მთავარია, მეტოქეებსაც ძლიერს არჩევს. ნეაპოლელებმა უკვე დაამარცხეს მიუნხენის "ბაიერნი" და ლევერკუზენის "ბაიერი". მათი ბედი კი გუშინ ფრანგულმა "ბორდომაც" გაიზიარა. ვალტერ მაცარის შეგირდებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე მოუგეს.

ძალიან კარგად წარმოჩინდა გორან პანდევისა და ხუან მანუელ ვარგასის თავდამსხმელთა ტანდემი - ისე ორჯებოდნენ, იფიქრებდით, რომ მთელი კარიერა ერთად გაატარეს; პანდევმა გოლიც მიითვალა აქტივში და კიდევ ერთხელ გააკეთა განაცხადი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრობაზე.

აქვე ვთქვათ, რომ ფრანგების წინააღმდეგ "ნაპოლის" ახალწვეულს, ლორენცოს ინსინიეს არ უთამაშია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი მოსამზადებელი ციკლის პერიოდში და სამხრეთელები მასზე უკვე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ...

ნამატჩევს ვალტერ მაცარი ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"კიდევ ერთი მატჩი მოვიგეთ და დავრწმუნდით, რომ დღითიდღე ვპროგრესირებთ. "ბორდო" მობილური და მოძრავი გუნდია, თუმცა გასაქანი არ მივეცით და ჩვენი თამაში მოვახვიეთ თავს.

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თამაშში შეცვლაზე შესულებიც შესანიშნავად ჩაერთვნენ - ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელი სათადარიგო სკამი გვაქვს და გაძლიერება ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ედინსონ კავანისა და ლორენცო ინსინიეს სახით, წამყვანი ფორვარდები გვაკლდნენ, მაგრამ შეტევაში მაინც კარგად გამოვიყურებოდით; სწორედ ამაშია ჩვენი ძალა, გუნდი ერთ და ორ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ უნდა იყოს".

"ლაციო" ნახევრად სამოყვარულო გუნდს გაეჯიბრა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ რომაელებმა ახალი ტაქტიკით, 4-4-1-1-ით იასპარეზეს და დაცვაზე გააკეთეს აქცენტი. ალბათ, სწორედ ამით გახლდათ განპირობებული ის, რომ მეტოქეს ოთხ გოლზე მეტი ვერ გაუტანეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მაურო სარატემ და სტეფანო მაურიმ მიიღეს - პირველი "ინტერში" იყო განათხოვრებული და ამ ზაფხულს დაუბრუნდა "ბიანკოცელესტეს", მეორე კი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა და ერთი ხანობა, დაპატიმრებულიც იყო. მოკლედ, ორივე მათგანი უკვე "ლაციოს" განკარგულებაშია და ახალი სეზონისთვის ემზადება.

ამხანაგური მატჩი კიდევ ორმა იტალიურმა გუნდმა გამართა და ორივემ სამარცხვინო მარცხი იწვნია.

"უდინეზე" "ანტალიასფორს" ეპაექრა და არცთუ ძლიერ მეტოქეს ვერაფერი დააკლო. ბოლო დროს ნაქები "პარმა" კი "ბოჰემიანსთან" დამარცხდა.

ორივე გუნდის მწვრთნელებმა თავის მართლებას მიჰყვეს ხელი, თუმცა ეს საქმე მთლად კარგად არ გამოუვიდათ - მაგალითად, ფრანჩესკო გვიდოლინი დაჟინებით ამტკიცებდა, "ანტალიადგორი" უძლიერესი გუნდიაო...

ნაპოლი-ბორდო 2:0

ნაპოლი (3-5-2): დე სანკტისი - კამპანიარო (46.გამბერინი), ფერნანდესი, არონიკა (72. გრავა) - მაჯო, ჯემაილი (88. ფორნიტო), გარგანო (56. ჰამშიკი), ბერამი (84. ცუნიგა), დოსენა (76. ვიტალე) - პანდევი (72. ნოვოტნი), ვარგასი (87. ბარიტი).

გოლები: 1:0 პანდევი (43), 2:0 მაჯო (61).

უდინეზე-ანტალიასფორი 1:2

უდინეზე (3-5-2): რომო (46. პავლოვსკი) - ბენეტია (46. ერტო), დანილო (46. კოდა), ნიუტონი (46. დომიცი) - ფარაონი (46. ბასტა), აპლა (46. გაბრიელი), ბატოკიო (46. პინცი), პერეირა, არმერო (46. პასკუალე) - ფაბრინი (46. მაიკოსუელი), იგალო (46. ბარეტო).

გოლები: 0:1 (43), 1:1 მაიკოსუელი (81), 1:2 (89).

პარმა-ბოჰემიანსი 1:2

პარმა (3-5-2): მირანტე (67. ბაიჯა) - ძაკარდო, პალეტა, მაკიჩენი (46. ლუკარელი) - ბიაბიანი, ნინისი (46. პაროლო), ჩიბსა (46. ვალდესი), გალოპა (67. აკვა), გობი - ამაური (67. პალადინო), პაბონი (67. ბელფოდილი).

გოლები: 1:0 პაბონი (11), 1:1 (15), 1:2 (41).

ლაციო-ნუოვა ჩირკე 4:0

ლაციო (4-4-1-1): მარკეტი (62. კარისო) - კონკო (46. კავანდა), ბიავა, დიასი (46. სკალონი), გარიდო (46. ძაური) - ცანა (46. გონსალესი), ლედესმა (46. ონაზი), კანდრევა (46. ერნანესი), ლულიჩი (46. ფლოკარი) - მაური (46. სარატე) - როკი (33. ალფარო - 62. კოზაკი).

გოლები: 1:0 როკი (32), 2:0 ონაზი (53), 3:0 ალფარო (57), 4:0 ფლოკარი (69).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია