2 აგვისტოს ბრიტანეთის ნაკრებს კიდევ ერთი ოქრო - ტყვიის სროლაში ორმაგი ტრეპის ტურნირის შემდეგ შეემატა
2 აგვისტოს ბრიტანეთის ნაკრებს კიდევ ერთი ოქრო - ტყვიის სროლაში ორმაგი ტრეპის ტურნირის შემდეგ შეემატა.

პეტერ უილსონმა, რომელიც მსოფლიოს რეკორდის მფლობელი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია, გვარიანად ანერვიულა ადგილობრივი პუბლიკა, მაგრამ ბოლოს მაინც გაახარა თავისი თაყვანისმცემლები.

ბრიტანელი ფინალში სამქულიანი უპირატესობით გადავიდა, მაგრამ შეჯიბრის დასკვნით ნაწილში ხუთი სროლა ააცილა, მათ შორის, ერთხელ ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისდა ბედად, კონკურენტებიც ხშირად ცდებოდნენ.

გამონაკლისი მხოლოდ შვედი ჰაკან დალბი გახლდათ, რომელმაც ფინალში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 50 შესაძლებლიდან 49 ქულა, მაგრამ სკანდინავიელის ჩამორჩენა კვალიფიკაციის შემდეგ ექვსი ქულა იყო. ამიტომაც დალბის ვერცხლით დაკმაყოფილება მოუწია, თუმცა ფინალის შემდეგ ამით ძალიან გაიხარა.

უილსონმა ბოლომდე ინტრიგა დაუტოვა შეჯიბრს, მაგრამ ბოლოს ნერვები დაიოკა და ორი თეფშის დამსხვრევით ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

ბრიტანელი წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებს - მარტში მან 198 ქულით (200 შესაძლებლიდან) მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, ლონდონში კი პირველი ბრიტანელი გახდა ბოლო 12 წლის განმავლობაში, ვინც ტყვიის სროლაში ოქროს მოპოვება შეძლო. ბოლოს ეს რიჩარდ ფოლდსმა გააკეთა.

კაცები

ორმაგი ტრეპი

1. პეტერ უილსონი (ბრიტ) 188 (143+45)

2. ჰაკან დარბი (შვედ) 186 (137+49)

3. ვასილი მოსინი (რუს) 185 (140+45)

4. ფეჰაიდ ალდეჰანი (ქუვ) 185 (140+45)

5. ვიტალი ფოკეევი (რუს) 184 (139+45)

6. რიჩარდ ბოგნარი (უნგ) 182 (137+45)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა