ლონდონის ოლიმპიადაზე არც ჟორჟოლიანის (100) გამოსვლა აღმოჩნდა საერთო ფონისგან გამორჩეული
არც ლომერ ჟორჟოლიანის (100) გამოსვლა აღმოჩნდა საერთო ფონისგან გამორჩეული: კვლავაც შებოჭილი, უღიმღამო, დუნე ჭიდაობა, ისევ გაფრთხილებებით მოგება, უილეთოდ ჩატარებული ორი შეხვედრა და ნაადრევი წაგება - ეს ყველაფერი ქართველი ოლიმპიელის გუშინდელ გამოსვლას ახასიათებდა.

მოლოდინისამებრ, ჟორჟოლიანმა რუმინელ დანიელ ბრატას კი მოუგო, თუმცა - მხოლოდ გაფრთხილებებით. არადა, ალბათ, მასთან ცოტა უკეთესი ჭიდაობა და ერთი გდება მაინც მოეთხოვებოდა (იხილეთ ვიდეო).

ამ დროს ბედმაც უძღვნა საჩუქარი - წინა შეხვედრაში ყაზახი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი აზერბაიჯანელ მსოფლიოს მედალოსან ელმარ გასიმოვთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩვენთვის ეს იოტისოდენა შეღავათიც არ ყოფილა - მეორე წრიდან ისედაც გამოვვარდით და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რაკოვი მოგვიგებდა თუ გასიმოვი (იხილეთ ვიდეო).

არადა, ჟორჟოლიანს აქამდე მეზობელი ორჯერ დაემარცხებინა და მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა მასთან (ისიც ბაქოში, მასტერსზე).

თან გასიმოვმა რაკოვთან ფეხიც იტკინა, მაგრამ ჩვენთვის საბედისწერო იმ შეხვედრაში ჟორჟოლიანს მიაღებინა ორი გაფრთხილება. გასიმოვი ევროპის მესამე პრიზიორია, მაგრამ არც ისე ძლიერი ფალავანი, რაც მეოთხედფინალში კორეელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ჰე-ტაე ჰვანგმა დაამტკიცა მასთან მოგებით.

თუმცა, აზერბაიჯანელის შესაძლებლობები იქით იყოს და, წლეულს რისხვად კი გვექცა - ჯერ ევროპის ჩემპიონატზე სანუგეშო წრეში ირაკლი ცირეკიძე დაგვიმარცხა, ახლა კი ოთხწლედის უმთავრეს ტურნირზე ჟორჟოლიანსაც აჯობა და სეზონში მეორედ დაგვტოვა უმედლოდ. აქვე შეგახსენებთ, რომ წინა ოლიმპიადაზე - პეკინში, ჟორჟოლიანი მეხუთე ადგილზე გავიდა.

ხაიბილაევი და რუსთა ახალი სიმაღლე

რუსებმა ლონდონში მესამე ოქრო მოიპოვეს - ამ წონაში დაღესტნელთა ავარელმა ტაგირ ხაიბულაევმა გაიმარჯვა. ფინალში მან დაბალი კისრულით მონღოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი დააიპონა.

ხაიბულაევი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ევროპული ოქრო მან 2009-ში თბილისში მოიპოვა, მსოფლიოზე კი შარშან გაიმარჯვა პარიზში. იმის შემდეგ ის ძალზე იშვიათად ჩნდებოდა ტურნირებზე და როგორც გაირკვა, გულმოდგინედ ემზადებოდა ოლიმპიური ჩემპიონობისთვის. როგორი საქმეა - მიყოლებით გაიმარჯვო ორ ასეთ ზეპრესტიჟულ შეჯიბრებაში!

მონღოლიც ქების ღირსია, რომელიც ფინალში ტრავმირებული ფეხით გავიდა. ნახევარფინალში მან თანაკონტინენტალი და ძირძველი კონკურენტი, ზემოხსენებული ჰვანგი დაამარცხა, რომელთანაც აქამდე სამჯერ მოეგო და ერთხელ დამარცხებულიყო. მესამე ადგილზე გასვლა უთუოდ დიდი წარმატებაა გერმანელი დმირტი პეტერსისთვის, რომელიც აქამდე დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა - მხოლოდ ევროპული ბრინჯაო მოეპოვებოდა.

მან ქვეჯგუფში ებრაელი ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი არიელ ზეევი და ასევე ევროპის გამარჯვებული, მსოფლიოს ვერცხლის ორგზის და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი დაამარცხა.

ჰოლანდიელი საბოლოოდ მესამეზე კი გავიდა, მაგრამ არა გვგონია, ამით კმაყოფილი იყოს, რადგან პეკინშიც ბრინჯაო მოიპოვა.

იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი სულაც უმედლოდ დარჩა, თუმცა ეს არაფერია იმ დრამასთან შედარებით, რაც მთლიანად იაპონიის ვაჟთა ნაკრებს სჭირს - კვლავაც ოქროს გარეშე რჩებიან და მისი დაუფლების დიდი იმედი არც დღეს უნდა ჰქონდეთ. სამაგიეროდ, სამი ოქრო აქვთ რუსებს - ესეც ჩვენში ლამის დაცინვის ობიექტად ქცეული იტალიელი ეციო გამბას მუშაობის შედეგი!

2 აგვისტოს ქალებში ამერიკელთა დღე იყო - მსოფლიოს ჩემპიონმა კაილა ჰარისონმა კოლექციას ოლიმპიური ოქროც შეჰმატა.

თან ფინალში მასპინძელთა სამწუხაროდ, მათი წარმომადგენელი გემმა გიბონსი დაამარცხა. ბრიტანელი აქამდე განსაკუთრებული წარმატებებით არ გამოირჩეოდა, ახლა კი ნახევარფინალში ჰარისონის მსგავსი წარმატების მიღწევის შანსი წაართვა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ ოდრი ჩუმეოს, რომელიც მესამეზე გავიდა. 22 წლის ფრანგი თავის რიგს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე დაელოდება, თუმცა იქ მასპინძელი მაირა აგუიარი დაუხვდება.

ეს გოგო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო მსოფლიოს პირველობების ვერცხლ-ბრინჯაოს მედლების მოპოვება. ახლა კი ოლიმპიური ბრინჯაოც ირგუნა. მსოფლიოს ფინალი მან ორი წლის წინ, 18 წლისამ იჭიდავა და მაშინ სწორედ ჰარისონმა მოუგო.

კვარცხლბეკი. ვაჟები.

100 კგ. 1. ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი); 2. ნაიდან ტუვშინბაიარი (მონღოლეთი); 3. დმიტრი პეტერსი (გერმანია), ჰენკ ხროლი (ჰოლანდია).

ქალები.

78 კგ. 1. კაილა ჰარისონი (აშშ); 2. გემმა გიბსონი (ბრიტანეთი); 3. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი), მაირა აგუიარი (ბრაზილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა