2 აგვისტო არა მხოლოდ ოლიმპიელების, არამედ სპორტულ ჟურნალისტთა დღეც იყო
2 აგვისტო არა მხოლოდ ოლიმპიელების, არამედ იმ სპორტულ ჟურნალისტთა დღეც იყო, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში სპორტის გულშემატკივრებს უშუალოდ ოლიმპიური თამაშებიდან მოუთხრობდნენ არაერთი თაობის ოლიმპიელთა ასპარეზობების შესახებ.

სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციისა და ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორთა ერთობლივი ძალისხმევით, ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველად გუშინ მიიწვიეს საზეიმო მიღებაზე ის სპორტული ჟურნალისტები, რომლებიც 10 და მეტ თამაშებზე იყვნენ აკრედიტირებულები თავიანთი ქვეყნიდან.

ისტორიული წარსულის ქალაქებში სათუთად უვლიან და უფრთხილდებიან ძველ უბნებს. ლონდონში ასეთი და განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილია ვინოპოლისი.

ეს უბანი, რომელიც დიდ ტერიტორიას მოიცავს, ძალიან ჰგავს ძველ თბილისს თავისი ვიწრო ქუჩებით და გასასვლელებით. იქვეა გამოფენილი ქალაქის ადრინდელი ყოფის ამსახველი ექსპონატები.

წარსულს აქ ყველაფერი მოგაგონებთ - ძველისძველი ხომალდიდან დაწყებული, პირველი სატელეფონო ჯიხურებით დამთავრებული. ირგვლივ ღვინის დახლებიცაა და ამ სასმლის სასიამოვნო სუნი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიგრძნობა. სად, თუ არა სწორედ აქ, ლონდონის ამ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება ვეტერანი ჟურნალისტების საპატივცემულოდ?!

თბილისური ქარვასლის ძალიან მსგავს შენობაში დილიდანვე ელოდნენ მთავარ სტუმრებს - ვეტერან ჟურნალისტებს და...

ასევე, ვეტერან ოლიმპიურ ჩემპიონებს. კარგად იყო ჩაფიქრებული: ჟურნალისტთა ღვაწლის დაფასების ნიშნად, სწორედ თვით ვეტერანი ოლიმპიური ჩემპიონების ხელიდან მიიღეს მსოფლიოს სპორტული მასმედიის რჩეულებმა ორგანიზატორების მიერ დაწესებული სამახსოვრო საჩუქარი - ოლიმპიური ჩირაღდანი ორიგინალური დიზაინით, რომელზედაც მიმაგრებულია ლონდონში ოლიმპიური თამაშების ოქროს ემბლემა.

რა თქმა უნდა, ძალიანაც მეუხერხულება საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ რაკი მეტი გზა არ არის, უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოს ვეტერან სპორტულ ჟურნალისტთა კრებულში მოხვედრა და ზემოხსენებულ მიღებაზე მიწვევა წილად მე მხვდა საქართველოდან.

ფაქტი ფაქტად რჩება, ეს არის უძველესი ქართული სპორტული გაზეთის, "ლელოს" დამსახურებისა და ამაგის აღიარება, რაც იმთავითვე ხალხის სიყვარულით გარემოსილმა ამ ეროვნულმა გამოცემამ შეიტანა საქართველოში სპორტისა და თვით სპორტული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში.

ეს დაფასება თანაბრად ეკუთვნის "ლელოს" ყველა თაობის ჟურნალისტს, განსაკუთრებით იმათ, ვინც გაზეთში 1950-70 წლებში მოღვაწეობდა. პირველებმა სწორედ მათ გაუკვალეს გზა ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას ოლიმპიურ სარბიელზე. რომ არა მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ეს დღეც არ დადგებოდა. დიდი მოწიწებით ვუძღვნით ამ აღიარებას მიხეილ კაკაბაძის, ნოდარ გუგუშვილის, ბიჭიკო ქორქიას, ჯიმშერ ენუქიძის, ოთარ ნოზაძის, ოთარ გელაშვილის, ნუგზარ შატაიძის ნათელ ხსოვნას.

ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ფლაგმანისთვის ეს დღე არც მაშინ დადგებოდა, ძალიან კრიტიკულ დროს პრობლემების დაძლევაში "ლელო" საგამომცემლო სახლ "მედია პალიტრას" თავის ფრთებქვეშ რომ არ შეეფარებინა.

დაბოლოს, გეტყვით, რომ დაჯილდოებამდე შეკრებილებს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ჯანი მერლო მიესალმა. მან თითოეულ ვეტერან სპორტულ ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა და დაჯილდოება მიულოცა ხანგრძლივად ოლიმპიზმის პროპაგანდასა და ამ მოძრაობის განვითარება-პროგრესში შეტანილი წვლილისთვის.

უხარვეზო ოლიმპიადაც ვერ იქნება

გიორგი ჭანიშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელია ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. მისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. ასე რომ, პარალელის გავლებაც შეუძლია ოთხი წლის წინათ პეკინში გამართულ და ახლა აქ, ლონდონში მიმდინარე თამაშებს შორის.

გიორგი ჭანიშვილი:"არ ვიცი, პირველი რომ იყო, ალბათ, იმიტომ, პეკინის ოლიმპიადამ დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა.

გრანდიოზულობა უფრო შეინიშნებოდა. ოლიმპიადის შეგრძნება უწყვეტია მისი ყოველდღიური დინამიურობიდან გამომდინარე. საერთო ჯამში, პეკინში ოლიმპიური თამაშები კარგად იყო ორგანიზებული.

ასეთი კომპლექსური ასპარეზობის გრანდიოზულობას თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია სრულად გამორიცხო ხარვეზები. მთავარია, სერიოზული შეფერხებები არ იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად კი, როგორც ვხედავ, ლონდონში ყველაფერი კეთდება.

სხვა ჟურნალისტებივით მეც ოლიმპიური სოფლის გარეთ ვცხოვრობ და მუდმივი კონტაქტები არ მაქვს ჩვენს სპორტსმენებთან და სპეციალისტებთან.

ვისაც ვხვდები, ყველა აღტაცებულია ლაშა შავდათუაშვილის გაჩემპიონებით, ხაზგასმით აღნიშნავენ ძიუდოს კარგად მცოდნენი მისი ჭიდაობის სტილს. საერთო აზრია, რომ ოლიმპიურ სარბიელზეც მოხდა თაობათა ცვლა, რაც ამ თამაშებში აშკარად შესამჩნევია. მეტიც, ახალბედები თამამად მიიწევენ ოლიმპიური კვარცხლბეკისკენ".

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: შენ რას იტყვი, კოლეგა

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: მოდუნებული ლონდონი

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: რა მოჩანს ოლიმპიური პრესის სარკეში

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: პირველი დღეების გამოძახილი

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: დღეიდან მსოფლიო ოლიმპიურ ენაზე ალაპარაკდება

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა