თემურ მახარაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ამიტომ გუშინ, "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებელ იური გაბისკირიას დავუკავშირდით, რომელიც მახარაძის უახლოესი ადამიანია...

თემურ მახარაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ამიტომ გუშინ, "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებელ იური გაბისკირიას დავუკავშირდით, რომელიც მახარაძის უახლოესი ადამიანია.

- ბატონო იური, მახარაძე გუნდიდან წავლას აპირებს თუ რეალურად რა ხდება?

- გეტყვით, რაც მოხდა: მახარაძემ "კოლხეთთან" წაგება იმდენად განიცადა, რომ ეს ორმატჩიანი პაუზა აუცილებლად სჭირდებოდა. მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ და გესმის, რომ ასეთი მარცხი მძიმედ განიცადა. რამდენი წელია მთავარ მწვრთნელად მუშაობს და მგონი, "ოლიმპში" კი არა, 1:5 არც ერთი გუნდით არ წაუგია. კარგად მახსოვს, ქუთაისის "ტორპედოში" ვიყავი, პირველ ლიგაში მოსკოვის ცსკა-სთან 1:8 რომ წავაგეთ. ეს იყო ნამდვილი კატასტროფა და ფეხბურთელებმა ძალიან განვიცადეთ. დიდი ანგარიშით წაგება მწვრთნელისთვის კიდევ უფრო მეტი დარტყმაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ოლიმპს" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობები გააჩნია, ქვეყნის ჩემპიონია და მწვრთნელისთვის ეს ანგარიშით წაგება რთული გადასატანი აღმოჩნდა. ფოთელებთან მატჩის შემდეგ, გასახდელში ისე საშინელ დღეში იყო, მისი ყურებით მე გავხდი ცუდად. "კოლხეთი" კარგი გუნდია და კარგი მწვრთნელიც ჰყავს, მაგრამ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ. სეზონის მსვლელობის დროს, ხდება ასეთები, გარკვეულ პერიოდში გუნდს ჩავარდნა აქვს. თუმცა, ვიღაც მაინც გამოჩნდება და სხვებს აიყოლიებს. ფოთში კი ყველა გამოფიტული იყო. ალბათ, ისიც შეცდომა იყო, რომ შუადღისას გავემგზავრეთ და ბიჭები მოედანზე გამოფიტულები გავიდნენ.

- მახარაძე "სამტრედიასთან" მატჩს ესწრებოდა?

- სტადიონზე არ იყო, ცუდად არის. თუმცა ტელეფონით გამუდმებით ვუკავშირდებოდით. ის არსად არ მიდის, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. "ოლიმპის" ხელმძღვანელობაც ამ აზრზეა. ან საიდან მოიტანეს, მუმლაძე მოდისო? მახარაძე არსად წასულა, პატარა პაუზა სჭირდებოდა. ველაპარაკე და ვიცი, რომ დაბრუნდება.

- თუ არ მიდის, მაშინ როდის დაბრუნდება?

- არაა გამორიცხული 3 ოქტომბერს ბოლნისის "სიონთან" გუნდი მოედანზე ბატონმა თემურმა გაიყვანოს, თუმცა, ჯერ ზუსტად მაინც ვერ გეტყვით.

- დღეს "სამტრედიასთან" კარში ბათიაშვილი იდგა, ეს ფაქტი და გია ჭანტურიას დაბრუნება გია ბედიაშვილის გაშვებას ხომ არ ნიშნავს?

- არა, რატომ უნდა გავუშვათ? ბედიაშვილზე ნაკრების შემდეგ დაგვიბრუნდება და მის გაშვებას არავინ აპირებს. ან ბათიაშვილის დაყენება რა გასაკვირია, არავიზე ნაკლები მეკარე არაა, დღეს პენალტი აიღო და ძალიან კარგად ითამაშა.

- სამი მეკარე გეყოლებათ?

- ჭანტურიამ ვარჯიში დაიწყო, სათანადო ფორმას აკრიფავს და იმედია, მალე სათამაშოდ მზად იქნება. აბა, რისთვის მოვიყვანეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე