რუსთავის "მეტალურგის" ნიჭიერ ფეხბურთელს თბილისის "დინამოსთან" მომავალ მატჩში გულშემატკივრის ეიმედება
გიორგი მიქაბერიძე არა მხოლოდ რუსთავის "მეტალურგში", არამედ მთლიანად საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

მას შეუძლია არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება. ბურთს რომ მოიგდებს, მოწინააღმდეგისთვის ძალიან ძნელად გამოსაცნობია, საით წაიღებს მას.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მიქაბერიძე ნიჭიერი ფეხბურთელია.

"მეტალურგი" კი კარგად აწყობილ მექანიზმს ჰგავს და ალბათ კარსმომდგარ საქართველოს ჩემპიონატში, ისევე, როგორც წინა სეზონში, ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იქნება.

რუსთაველებს პირველი მატჩი "დინამო თბილისთან" აქვთ. მანამდე კი "ლელოს" კითხვებს გიორგი მიქაბერიძე პასუხობს.

- ევროპალიგაზე ერთი ეტაპი გადალახეთ, მერე კი ჩეხური "პლზენი" შეგხვდათ - პირადად შენ რა მოგცა "პლზენთან" ორმა თამაშმა?

- "პლზენთან" მატჩებმა დაგვანახა, თუ რა ძალა აქვს ასეთ გუნდთან თამაშს - "მეტალურგის" თითოეული ფეხბურთელი გავიზარდეთ.

- "პლზენი" რომ "მეტალურგზე" მნიშვნელოვნად ძლიერი გუნდია, ყველამ კარგად დავინახეთ - მაინც რა იყო მთავარი განსხვავება?

- მეტოქე ყველა კომპონენტში აღგვემატებოდა - სისწრაფე, ფიზიკური ძალა, სწორი თამაში. ფაქტია, რომ ჩეხებს ჩვენზე ბევრად ძლიერი ჩემპიონატი აქვთ. ასეთ ლიგაში თამაში მნიშვნელოვნად განაპირობებს გუნდის სიძლიერეს.

- "პლზენთან" ორივე მატჩი წააგეთ. განსხვავება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ოდნავ უკეთესი შედეგი გამორიცხული იყო?

- ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შინ ფრე სავსებით შესაძლებელი იყო, სტუმრად წაგება კი ლოგიკური გახლდათ.

- "მეტალურგში" სამტრედიიდან მიხვედი, თუმცა გქონდა სხვა შემოთავაზებებიც. როგორ ატყობ, ასე ვთქვათ, შენს გუნდში მოხვდი?

- სხვა ვარიანტები მართლა მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- თავის დროზე "ზესტაფონის" ფეხბურთელიც იყავი - რატომ ვერ მოიკიდე იქ ფეხი?

- ტრავმა მივიღე და სამი თვე გამიცდა. ამის შემდეგ უცბად ფორმაში შესვლა გამიჭირდა. "ზესტაფონიდან" "სამტრედიაში" გამანათხოვრეს, მერე კი ორმხრივი შეთანხმების შედეგად ზესტაფონელებთან კონტრაქტი შეწყდა.

- ალბათ, ხინჯად გრჩება, "ზესტაფონში" ბოლომდე რომ ვერ თქვი შენი სიტყვა...

- მასეა, ძალიან მინდა, რომ ბოლომდე წარმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები.

- წინა სეზონში საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩი?

- პირველ ეტაპზე ნორმალურად ვითამაშე, მერე კი მუხლის ტრავმამ შემიშალა ხელი. ეს ყველაფერი უკვე ჩავლილი ამბებია...

- შემტევი ხარ, თუმცა "პლზენთან" სხვა პოზიციაზე ითამაშე - ეს იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი უკვე სხვაგან ხედავს შენს არეალს?

- "პლზენთან" ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშე და ამ პოზიციაზეც თავს კომფორტულად ვგრძნობდი, რადგან ესეც იძლევა შეტევაში ხშირად წასვლის შესაძლებლობას. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოკვეთილი ცენტრფორვარდის უკან თამაში ყველაფერს მირჩევნია.

"მეტალურგის" ამასწინანდელ საკონტროლო შეხვედრაშიც ჩემს პოზიციაზე ვითამაშე.

- ამ პოზიციაზე მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგოლე პასი - ითვლი ხოლმე საკუთარ სტატისტიკას?

- ფეხბურთელი სტატისტიკური მაჩვენებლებითაც ფასდება, თუმცა ყველაზე უკეთ ფეხბურთელის სიძლიერეს მისი კლასი განაპირობებს - მოედანზე რომ გადიხარ, გუნდისთვის სარგებლობის მოტანა უნდა შეგეძლოს.

- წლევანდელ ევროსარბიელზე ქართული გუნდებიდან ყველაზე კარგად გორის "დილამ" წარმოაჩინა თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ დამდეგ სეზონში ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი "დილა" იქნება?

- მიუხედავად იმისა, რომ "დილა" მართლაც ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ასე არ ვიტყოდი - რუსთავის "მეტალურგს" საქართველოში ყველასთან შეუძლია ტოლ-სწორად თამაში და ჩვენს ჩემპიონატში გადაულახავი დაბრკოლება ჩვენთვის არ იქნება.

რა თქმა უნდა, "დილასთან" პაექრობა არავისთვის იქნება ადვილი, მაგრამ მაინც ისე მგონია, რომ კარსმომდგარ ეროვნულ ჩემპიონატს გამორჩეული ფავორიტი არ ეყოლება.

- ჩემპიონატის პირველი მატჩი "დინამო თბილისთან" გაქვთ...

- კარგი დასაწყისი მართლაც მნიშვნელოვანია. იმედია, კარგი თამაში იქნება და რა თქმა უნდა, იმისიც გვეიმედება, რომ რუსთავში ბევრი გულშემატკივარი მოვა ჩვენს მხარდასაჭერად. ქომაგს ვპირდებით, რომ "მეტალურგი" ბოლომდე იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: ჩვენი მიზანი, მინიმუმ, ევროსაგზურის მოპოვებაა

პლზენი-მეტალურგი 2:0 - "მეტალურგმა" ევროპა ლოგიკურად დაასრულა [+VIDEO]

მეტალურგი-პლზენი 1:3 - ძლიერმა სუსტს აჯობა [+VIDEO]

fani
უფალი გფარავდეს.წარმატებებიიი გიოოო.
nino
მაგარი ხარ გიო რაჭა შენით ამაყობს,წარმატებებს გისურვებთ
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
რომელ ვარსკვლავზე გააკეთებს პერესი 150-მილიონიან შეთავაზებას - The Telegraph-მა ეს ფეხბურთელი დაასახელა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს