ტყვიის მსროლელებმა გააგრძელეს გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე და 3 აგვისტოს, მამაკაცები არკვევდნენ ურთიერთობას ორ დისციპლინაში
ტყვიის მსროლელებმა გააგრძელეს გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე და 3 აგვისტოს, მამაკაცები არკვევდნენ ურთიერთობას ორ დისციპლინაში.

სწრაფსროლელა პისტოლეტით 25 მეტრიდან სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გამოიკვეთა ორი ფავორიტი - ბელარუსი ვეტერანი სერგეი მარტინოვი და ბელგიელი ლიონელ კოქსი.

მარტინოვმა მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა, როცა საკვალიფიკაციოზე ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა - 600. მაგრამ ეს ბელარუსს მოდუნების უფლებას არ აძლევდა, რადგან კოქსი მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა.

ფინალში მარტინოვმა პირველივე სროლიდან მიანიშნა კოქსს, რომ ლიდერის შეცვლა არ მოხდებოდა.

ბელარუსი ყოველ ჯერზე ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებდა და მხოლოდ ზრდიდა უპირატესობას. მას ერთი სროლაც არ ჩაუგდია: ყველა ათიანზე ზემოთ იყო, მეცხრეზე კი ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - 10,9.

საბოლოოდ, მარტინოვმა მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა. ეს მისი მეექვსე ოლიმპიადა იყო კარიერაში. წინა ხუთში მის ანგარიშზე ორი ბრინჯაო მოდიოდა, ახლა კი ოცნება აისრულა და, როგორც იქნა, მაყურებელმა პოდიუმზე მისი ღიმილი იხილა. ცნობილია, რომ 44 წლის ბელარუსის მეტსახელია - "კაცი, რომელიც არ იცინის".

კოქსმა კი უმძიმეს ბრძოლაში შეინარჩუნა მეორე ადგილი. ის ძალიან შეავიწროვა სლოვენიელმა რაიმონდ დებევაცმა, რომელმაც ბრინჯაო აიღო. სხვაობა ამ სპორტსმენებს შორის მხოლოდ ორი მეათედი ქულა იყო.

ასევე დიდი ხანი ელოდა თავის ოქროს მედალს კუბელი ლეორის პუპო - ეს მისი მეოთხე ოლიმპიური თამაშები იყო. კუნძულელის წინა სამი ცდა წოლელა მდგომარეობაში 50 მეტრიდან შაშხანიდან სროლაში უშედეგო იყო.

პუპო თითქოს ლონდონშიც უშანსოდ უნდა ყოფილიყო. აქ ოქროს მედალს რეიტინგის პირველ ნომერს, რუს ალექსეი კლიმოვს უწინასწარმეტყველებდნენ. ფავორიტმა კვალიფიკაცია მსოფლიოს რეკორდით დაასრულა და მისი პოზიციები ამით კიდევ უფრო გამყარდა. მაგრამ ყველაფერი ფინალში შეიცვალა.

მართალია, კლიმოვმა ბოლო რაუნდიც კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ, მიზანი აერია. სწორედ ამით ისარგებლა პუპომ და პირველი ოქროს მოუტანა კუბას მიმდინარე ოლიმპიადაზე.

კაცები

შაშხანა (წოლელა). 50 მ

1. ლეორის პუპო (რუს) 34

2. ვიჯაი კუმარი (ინდ) 30

3. ფენ დინი (ჩინ) 27

4. ალექსეი კლიმოვი (რუს) 23

5. იიან ჟანგი (ჩინ) 17

6. კრისტიან რაიტცი (გერ) 13

სწრაფსროლა პისტოლეტი. 25 მ

1. სერგეი მარტინოვი (ბლრ) 705.5 (600+105.5)

2. ლიონელ კოქსი (ბელ) 701.2 (599+102.2)

3. რაიმონდ დებევაცი (სლოვენ) 701.0 (596+105.0)

4. იოდიპ კარმაკარი (ინდ) 699.1 (595+104.1)

5. დანიელ ბროდმაიერი (გერ) 698.2 (595+103.2);

6. იინსეოპ ჰანი (ს. კორ) 698.2 (595+103.2)

7. ბოიან დურკოვიჩი (ხორ) 698.0 (595+103.0)

8. ნიკოლო კამპრიანი (იტა) 697.6 (595+102.6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა