5 აგვისტოს ოლიმპიადაზე მოჭიდავეთა ტურნირი დაიწყება და მას ბერძენ-რომაელები გახსნიან - 55 და 74 კილოგრამის ფალავნები
4 ივლისს მოჭიდავეთა ორივე ნაკრები ლონდონში გაფრინდა, თუმცა მისი რამდენიმე წევრი უკვე იქაა - ბერძენ-რომაელი ზურაბ დათუნაშვილი (74) ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიასტან ერთად და "თავისუფალთა" ნაკრებიდან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით ხუციშვილი (74), რომლებსაც გუნდის თავკაცი ზაზა თურმანიძე ახლავს.

5 აგვისტოს ოლიმპიადაზე მოჭიდავეთა ტურნირი დაიწყება და მას ბერძენ-რომაელები გახსნიან - 55 და 74 კილოგრამის ფალავნები.

მოგეხსენებათ, 55-ში მონაწილე არ გვყავს და ჩვენგან სასტარტო დღის მთელმა მღელვარებამ ისედაც 20 წლის დებიუტანტ დათუნაშვილის მხრებზე უნდა გადაიაროს.

დათუნაშვილი საკვალიფიკაციოში 16:00 სთ-იდან ჩაებმება და მისი პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი ჯინ-ჰიეოკ კიმი იქნება. წარმატების შემთხვევაში ჩვენი ფალავანი 1/8 ფინალში კუბელ ალექსეი ბელისა და ამერიკელ ბენჯამინ პროვისორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ზურაბი ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანია, ლიცენზია კი წლეულს მოიპოვა სოფიას სალიცენზიო შეჯიბრებაზე, სადაც უნგრელი ევროპის ჩემპიონი პეტერ ბასცი უცნაური, აკრობატული გდებით დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

"თავისუფალთა" გუნდიდან პირველი ის დუეტი ჩაებმება შეჯიბრებაში, ოღონდ ცოტა მოგვიანებით - 10 აგვისტოს, მანამდე კი ლონდონში ივარჯიშებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბერძენ-რომაელთა გუნდში რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) გამოვლენ, "თავისუფალთა" შორის კი მალხაზ ზარქუა (60), ოთარ თუშიშვილი (66), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120) იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
ვინმემ ხმა ხომ უნდა ამოიღოს ამ უმსგავსობა ზე რაც ქართულ სპორტში ხდება ვისაც არ ეზარება უკვე ყველა მიწაზე გვაფორთხიალებს ან რა მომზადებულები მიდიან ან რას ჭიდაობენ ბოლოს და ბოლოს მწვრთნელებმა ხომ მაინც უნდა თქვან ან უნდა ეყოთ ვაჟკაცობა და სახალხოთ დვითხრან რა ხდება ნაკრებებში
კორე
კი გადაიბარა. ნაცებო ხალხი არა ხართ წადით რა ხომ ხედავთ რაც ვიცოდით თქვენს ხელში ისიც დაგვავიწყეთ წადით რა ხალხი არა ხართ
kartveli
ძალიან ვთხოვ ჟურნალისტებს ნუ ავალდებულებთ და ნუ ადარებთ შავდათუაშვილს,ამან შეიძლება ხელისშემშლელი ბარიერი შექმნას ჩვენი სპორცმენებისთვის
maxo
არა არ გადაიბარებს !
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად