მადრიდის "რეალის" მცველის აზრით, მის გუნდს საკმაო ძალისხმევა დასჭირდება, რათაც ესპანეთის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს
ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასი და პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო თანაბრად იმსახურებენ "ოქროს ბურთს", რომელსაც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს მიაკუთვნებენ - ასე ფიქრობს ამ ფეხბურთელთა თანაგუნდელი მადრიდის "რეალში" სერხიო რამოსი.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა ჩემპიონის მორიგი ტიტული დაისაკუთრა. კასილიასმა მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა (ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან). ევრო 2012-ის ნახევარფინალში ესპანელებმა მატჩისშემდეგომი პენალტების სერიით აჯობეს რონალდოსა და პორტუგალიის ნაკრებს.

"სამართლიანი ის იქნებოდა, ყველა ამპლუის ფეხბურთელისთვის ცალკე "ოქროს ბურთი" დაგვეწესებინა, მაგრამ დღეს ეს ასე არაა.

არადა, როგორ შეიძლება კასილიასისთვის "ოქროს ბურთის" არმიცემა? მთელი 56 წლის განმავლობაში ეს ჯილდო მეკარეს (ლევ იაშინს) ერთხელ მისცეს.

მე ამ პრიზს იკერ კასილიასს თამამად მივაკუთვნებდი, რომელიც მრავალი წელია აჩვენებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. მაგრამ ამავე დროს - როგორ არ უნდა მივცეთ ჯილდო კრიშტიანო რონალდოს? მისი დარი ფეხბურთელი უბრალოდ არ არსებობს", - თქვქ რამოსმა.

მადრიდელთა მცველმა ასევე აღნიშნა, რომ "რეალს" საკმაო ძალისხმევა დასჭირდება, რათაც ესპანეთის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს.

"გასულ სეზონში ბრწყინვალედ გავისარჯეთ და ლა ლიგა მოვიგეთ. ჩვენი მიზანი ახლაც ჩემპიონობაა, მაგრამ ამისთვის მუხლჩაუხრელად შრომა და ყველაფრის ნულიდან დაწყება გვმართებს.

ჩემი ოცნება კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა", - დასძინა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომლის ტიტულებში მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირი ჯერჯერობით არ სახელდება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა