მართალია, "ჩელსის" ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი ტრავმირებულია, მაგრამ ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა თავისი გუნდის ლიდერს მაინც უხმო შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად...

მართალია, "ჩელსის" ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი ტრავმირებულია, მაგრამ ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა თავისი გუნდის ლიდერს მაინც უხმო შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად.

9 ოქტომბერს ისრაელის ეროვნული გუნდი ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლის მორიგ მატჩში ხორვატებს რამათ განში უმასპინძლებს, ხოლო 12-ში საბერძნეთის ნაკრებს ესტუმრება. რაც შეეხება ბენაიუნს, საუკეთესო ებრაელმა ფეხბურთელმა 22 სექტემბერს "ნიუკასლთან" ინგლისის ქარლინგის თასის შეხვედრაში ტრავმა მიიღო და წესით, შესარჩევ მატჩებში არ უნდა ითამაშოს, მაგრამ ფერნანდესი იმედოვნებს, რომ ნაკრების კაპიტანი მომჯობინებას მოასწრებს.

"იოსი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა თავისი გუნდის შემადგენლობის გამოცხადებისას, - ვიდრე ბენაიუნს ამ სიაში შევიყვანდი, ექიმებთან კონსულტაცია გავიარე. მისი ჯანმრთელობით გარისკვას სულაც არ ვაპირებ. იოსი იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ სრულად ჯანმრთელი იქნება".

ფერნანდესი იმედოვნებს, რომ სახორვატიოდ თუ არა, ბერძნებთან დაპირისპირებამდე იოსი ბენაიუნი გამოჯანმრთელებას მაინც მოასწრებს.

მწვრთნელმა ამ ჯერზე ნაკრების მიღმა თელ ავივის "ჰაპოელის" ფორვარდი ბენ საჰარი დატოვა და მას ბელგიური "გენკის" შემტევი ელიანივ ბარდა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

აქვე ლუის ფერნანდესის რჩეულთა სრულ სიასაც გთავაზობთ:

მეკარეები: დუდუ ავატი ("მალიორკა", ესპანეთი), ოჰად ლევიტა ("ვალვეიკი", ჰოლანდია), არიელ ჰარუში ("ბეითარი");

მცველები: ტალ ბენ ჰაიმი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), დეკელ კეინანი ("ბლექპული", ინგლისი), იოავ ზივი, დორ მალული (ორივე - "მაკაბი", თელ ავივი), დანი ბონდერი, დედი ბენ დაიანი (ორივე - "ჰაპოელი", თელ ავივი), რამი გერშონი ("კორტრეიკი", ბელგია), ოშრი როაში ("ჰაპოელი", ჰაიფა);

ნახევარმცველები: ტამი კოენი ("ბოლტონი", ინგლისი), ალმონგ კოენი ("ნიურნბერგი", გერმანია), ბირამ კიალი ("სელტიკი", შოტლანდია), ბიბრას ნაჩო ("რუბინი", რუსეთი), ერან ზაჰავი, გილი ვერმუთი (ორივე - "ჰაპოელი", თელ ავივი), ეიალ გოლასა, ლიორ რაფაელოვი (ორივე - "მაკაბი", ჰაიფა), იოსი ბენაიუნი ("ჩელსი", ინგლისი), ამით ბენ შუშანი ("ბეითარი);

თავდამსხმელები: ელიანივ ბარდა ("გენკი", ბელგია), ეთაი შეხტეტი ("ჰაპოელი", თელ ავივი), ელროი კოენი ("ჰაპოელი", კირიათ შმონა), ომერ დამარი ("მაკაბი", ფეთაჰ თიკვა), რობერტო კოლაუტი ("მაკაბი", თელ ავივი).

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"