5 აგვისტოს ტანმოვარჯიშეებმა მედლების სამი კომპლექტი გაინაწილეს
დასასრულს უახლოვდება ასპარეზობა სპორტულ ტანვარჯიშში. მედლები გასათამაშებელი ცალკეულ იარაღებზეღა დარჩა. 5 აგვისტოს ტანმოვარჯიშეებმა მედლების სამი კომპლექტი გაინაწილეს. აქედან - ორი ვაჟებმა და ერთიც ქალებმა.

ასპარეზობა ქალთა შეჯიბრებით დაიწყო. ბჯენით ხტომაში კვალიფიკაციის შემდეგ პირველი ადგილი ამერიკელმა მსოფლიოს ჩემპიონმა კაილა მერონიმ დაიკავა. შეგახსენებთ, რომ მას უკვე მოპოვებული აქვს ოქროს მედალი ლონდონში, გუნდურ შეჯიბრებაში.

ამერიკელმა 0,484 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუმინელს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონს ბჯენით ხტომაში სანდრა რალუკა იზბასას. ეს საკმაოდ დიდი ჩამორჩენაა ასეთი დონის ტანმოვარჯიშეების ბრძოლაში.

ფინალში ამ სპორტსმენებმა ადგილები გაცვალეს. ევროპელმა ტანმოვარჯიშემ შესანიშნავად იასპარეზა და მსაჯებისგან 15,191 ქულა დაიმსახურა, მერონის მონაგარი კი 15,083 ქულა იყო. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი კი რუს მარია პასეკას ერგო.

ლოგიკურად განვითარდა მოვლენები ვაჟთა შორის თავისუფალ ვარჯიშში. პრეტენზიას მედლებზე ერთბაშად ექვსი ტანმოვარჯიშე აცხადებდა, თუმცა საბოლოოდ ადგილები ისევე განაწილდა, როგორც ეს კვალიფიკაციის შემდეგ.

ჩინელმა ცოუ კაიმ ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონს მრავალჭიდში, იაპონელ კოჰი უჩიმურას 0,133 ქულით გაასწრო და თავის ნაკრებს სპორტულ ტანვარჯიშში მე-4 ოქროს მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ უჩუმურამ და მესამე ადგილზე გასულმა რუსმა დენის აბლიაზინმა თანაბარი ქულები დააგროვეს - 15,800.

უპირატესობა იაპონელს მიენიჭა, რადგან შესრულება მსაჯებმა 9,100-ით შეუფასეს. რუსის მაჩვენებელი კი 8,700 იყო.

ანალოგიური ფაქტი მოხდა ტაიჭზე ვარჯიშისას. აქ კვალიფიკაციის შემდეგ ბრიტანელი ლუის სმითი ლიდერობდა. შესანიშნავად გამოვიდა ფრანგი კირილ ტომასონი. ცხადია, ყველასთვის მოულოდნელი იყო ის, რომ ამ იარაღზე 2010 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონი უნგრელი კრისტიან ბერკი სამეულში ვერ მოხვდა.

თუმცა უნგრელმა ფინალში ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. მან 16,066 ქულა მიიღო. ამდენივე ქულით შეაფასეს მსაჯებმა ბრიტანელი სმითიც. პირველი ადგილი და ოქროს მედალი უნგრელს ერგო, რადგან მისი შესრულების სიწმინდე 9,166 ქულით შეაფასეს, ბრიტანელის კი - 9,066.

მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთ ბრიტანელს, მაქს ვაითლოქს ერგო. მან 15,600 ქულა დაიმსახურა.

კაცები

თავისუფალი ვარჯიში

1. კაი ზოუ (ჩინ) 15.933

2. კოჰეი უჩიმურა (იაპ) 15.800

3. დენის აბლიაზინი (რუს) 15.800

4. ენრიკე გონსალესი (ჩილ) 15.366

5. იაკობ დალტონი (აშშ) 15.333

6. ალექსანდრ შატილოვი (ისრ) 15.333

ტაიჭი

1. კრისტიან ბერკი (უნგ) 16.066

2. ლუის სმიტი (ბრიტ) 16.066

3. მაქს ვიტლოკი (ბრიტ) 15.600

4. ალბერტო ბუსნარი (იტა) 15.400

5. სირილ ტომასონი (საფ) 15.141

6. ვიტალი ნაკონეჩნი (უკრ) 14.766

ქალები

ბჯენითი ხტომები

1. სანდრა იზბასა (რუმ) 15.191

2. მაკეილა მარონი (აშშ) 15.083

3. მარია პასეკა (რუს) 15.050

4. იანინ ბერგერი (გერ) 15.016

5. ოქსანა ჩუსოვიტინა (გერ) 14.783

6. იამილეტ პენა აბრეუ (დომ) 14.516

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია