ინტერვიუ ოლიმპიურ ჩემპიონთან
ლაშა შავდათუაშვილთან მიახლოება მისი გაჩემპიონებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე მოგვეცა და შემდეგ აღარ შევხვედრივართ.

ჩვენს დიასპორასთან "ქართულ სახლში" თავისუფალი შეხვედრის პირობებში კი ყველას გვქონდა საქართველოს ახალ ოლიმპიურ ჩემპიონთან გასაუბრების შესაძლებლობა.

ლაშა თავდაჭერილი, მშვიდი ბუნების ახალგაზრდაა, საუბრობს დაკვირვებით, მოზომილად, მაგრამ გულწრფელად.

- თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ, გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ეიფორიაში ნამდვილად არ ვარ, თუმცა საბოლოოდ კარგად ჯერაც ვერ გამიაზრებია, რაც მოხდა - გვიპასუხა ლაშამ მას შემდეგ, რაც პირველი შეკითხვა დავუსვით იმასთან დაკავშირებით, თუ რას გრძნობს და განიცდის, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის ასე შთამბეჭდავად დაუფლების შემდეგ, თანაც, 20 წლის ასაკში.

- ლაშა, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სპორტსმენის წარმატება-წარუმატებლობას დიდად განაპირობებს წინასასტარტო განწყობა. თუ გაიხსენებ, როგორ განწყობაზე იყავი?

- უგუნებოდ და უხასიათოდ ნამდვილად არ ვყოფილვარ. თავდაჯერება მჩვევია და იმაზე ფიქრით, მეტოქეებიდან თუ ვინ ვინ იყო, რა ტიტულები ჰქონდა, თავი არ შემიწუხებია. გავდიოდი ტატამზე და ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც შემეძლო. მეტოქეზე მხოლოდ შეჯიბრების დროს ვფიქრობ.

- ასპარეზობის წინა ღამეც მშვიდად გაატარე?

- ვიცი, ბევრი განცდებშია ხოლმე, ვერ ან გვიან იძინებს, ან სეირნობს, ან რაიმეთი ერთობა, ვინ როგორ. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვეულებრივად ვიძინებ და ვიღვიძებ.

- ისიც გეცოდინება, ზოგ სპორტსმენს რა არ აქვს ამოჩემებული, ზოგს შეჯიბრებებზე თილისმებიც დააქვს...

- მე ასეთი რამეების არ მწამს.

- ყველა აღფრთოვანებულია იმ წარმატებით, რასაც ასე ახალგაზრდამ მიაღწიე. როცა გილოცავენ, მეტწილად რას გეუბნებიან?

- მეუბნებიან, რომ თავს გავუფრთხილდე, არ გავყოყოჩდე, არ შევიცვალო, ვიცხოვრო ჩვეულებრივი ცხოვრებით, რომ ჩემი დიდი სპორტული წარმატებები, მათ შორის ოლიმპიურიც, ჯერ კიდევ წინაა.

- და შენ როგორ ფიქრობ?

- აბა, რა გითხრათ, მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იმას მახსენებს, რასაც თავადაც მართლა ვფიქრობ.

- ეს - აქ, ლონდონში. ალბათ, მოლოცვები შორიდანაც მოგდის...

- მეტწილად მილოცავენ ჩემი სოფლიდან, გორიდან, თბილისიდან, საერთოდ, მთელი საქართველოდან. მეხმიანებიან უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც.

- ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

- ოჯახის წევრები, თანასოფლელები, მეგობრები, მწვრთნელები, საერთოდ, გორელები.

- ოლიმპიადაზე გამომგზავრებამდე თუ იყავი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში?

- არც ისე. დიდი მადლობელი ვარ თქვენი გაზეთის. შიდა ქართლში "ლელოს" კორესპონდენტმა ვასილ ბალახაძემ მომინახულა და ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა ლონდონში წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. მე დავურეკე და კორესპონდენტს მადლობა გადავეცი.

- ბარემ ისიც გვითხარი, რა თემაზე არ გსიამოვნებს შეკითხვები და საუბარი?

- პოლიტიკაზე.

- ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ოლიმპიადაზე ბოლომდე რჩები?

- დიახ, ასე გადაწყდა და მეც დავეთანხმე.

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან

მეტოქეზე მხოლოდ ტატამზე ფიქრობდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kartveli
აი ძმაო კაცი,ყველა პოლიტიკაში ,რომ გარბის,სპორტსმენმა თუ სხვამ ყველა თავის საქმეზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა პოლიტიკაზე,წარმატებები ლაშა,მემგონი შენ საუკეთესო სოპრტსმენი ქინები საქართველოს ისტორიაში,მემგონი პოლიტიკაში არ წახვალ,არც გაზარმაცდები (პონტებით და მიღწეულით)
თბილისელი
მაგარი ყმაწვილია ლაშა, მისი პიროვნება პატივისცემას აღძრავს. ეჭვი მაქვს, ძალიან ახალგაზრდა რომ არის, იმიტომაც ვერ მოასწრეს მისთვის "ტრადიციულ-ქართულად" ხასიათის დამძიმება, წინასწარ წაგებულის განწყობით რომ გადის ხოლმე ასპარეზობებზე ძალიან ბევრი სპორტსმენი. და პირველივე ძნელ დაბრკოლებაზე მაშინვე რომ ჩამოყრიან ხოლმე ამისთვის ადრევე გამზადებულ ყურებს. გინდა ოლიმპიადა იყოს და გინდა სხვა ტურნირები. ლაშა, არასოდეს აჰყვე ეგეთ უნაიროებს. ბოლომდე ეგრე გაიტანე მტკიცე და მშვიდი ხასიათი. წარმატებები, მეგობარო.
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს