ყოველი ახალი კვირადღე სასიამოვნო მოლოდინით თენდება ლონდონში მცხოვრები ქართული სათვისტომოსთვის
ყოველი ახალი კვირადღე სასიამოვნო მოლოდინით თენდება ლონდონში მცხოვრები ქართული სათვისტომოსთვის.

დილიდანვე ისინი მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში მიეშურებიან.

ამ მოლოდინს 5 აგვისტოს "მსოფლიო სპორტის" ჟურნალისტის, ოთარ მაღლაკელიძის ორგანიზებით, ოლიმპიადაზე აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტები ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილთან ერთად შევუერთდით. უსაზღვროდ გაიხარეს ჩვენმა თანამემამულეებმა ტაძარში ოლიმპიური ჩემპიონის ხილვით.

წირვა შეასრულა იღუმენმა დორთიმ (ზაზა ბარბაქაძე). ეს ეკლესია ორი საუკუნისაა. ერთი წლით იჯარა-გამოსყიდვით აუღია აქაურ ქართულ სათვისტომოს, შემდეგ კი ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს შეუსყიდია და საჩუქრად გადაუცია მართლმორწმუნე თანამემამულეებისთვის.

სიხარული "ქართული სახლის" ჭერქვეშ

თავიდან ივარაუდებოდა, რომ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თაოსნობით ჩვენს ოლიმპიელებთან და უპირველესად, საქართველოდან ლონდონში ოლიმპიურ თამაშებზე ჯერჯერობით ერთადერთ ჩემპიონთან, 20 წლის ლაშა შავდათუაშვილთან ქართული სათვისტომოს შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში გაიმართებოდა, მაგრამ ინტერესი იმდენად გაიზარდა, არჩევანი საბოლოოდ ოლიმპიადის დღეებში აქ გახსნილ "ქართულ სახლზე" შეჩერდა.

ბუნებრივია, საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ეს ყოველივე საინტერესო იყო იმითაც, რომ ჩვენს ოლიმპიელებთან და ოფიციალურ პირებთან თავისუფალი შეხვედრის შესაძლებლობა გვეძლეოდა, რასაც სპორტულ ასპარეზობებზე, ოლიმპიადის მასშტაბურობისა და უსაფრთხოების მკაცრი წესებიდან გამომდინარე, იშვიათად თუ ვახერხებთ.

ერთმანეთს მონატრებული ქართველების შეხვედრები ყოველთვის ამაღელვებელია.მით უფრო, რომ ახლა თანამემამულეებს, სამშობლოს გარდა, ის დიდი სიხარული აერთიანებდათ, რაც ოლიმპიადაზე ბრწყინვალე გამარჯვებით ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა.

სტუმრებს "ქართულ სახლში" ნანა ალექსანდრიამ და რეზო ჩომახიძემ უმასპინძლეს. აქვე იყვნენ ჩვენი საელჩოს ხელმძღვანელებიც. მთავარი გმირის, საქართველოს 34-ე ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მოსვლამდე სტუმრებს ნანა ალექსანდრიამ გააცნო ქართული სპორტის მიღწევები და იქვე წარადგინა ჩვენი ორი ვეტერანი ოლიმპიური გვირგვინოსანი რომან რურუა და გიორგი ასანიძე.

მერე დადგა ყველაზე ამაღელვებელი წუთიც - ქართულ ანსამბლ "შვიდკაცას" მიერ შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე დარბაზში ლაშა შავდათუაშვილს შემოუძღვა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა.

კარგახანს გაგრძელდა მილოცვები, ყველას სურდა, ოლიმპიადის გმირთან სურათი გადაეღო და ჩვენს ჩემპიონსაც არავინ დაუტოვებია გულნაკლული. შეხვედრაზე მოვიდა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა ლონდონელთა ქართულმა ანსამბლმა, რომელსაც ქალბატონი ამილა გიბსონი ხელმძღვანელობს.

"სადაურსა სადაო" - ეს სიტყვები გორის რაიონის სოფელ ატენიდან 70 წლის წინათ უცხოეთში გაქცეულმა 105 წლის ემიგრანტმა, ალექსანდრე ბესტავაშვილმა აკანკალებული ხმით წარმოთქვა და გულში ჩაიკრა თავისი კუთხის შვილი, ასევე გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.

- აქაური ქართველობა, რომლებსაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდით, ასეთი დაუვიწყარი ისტორიული მოვლენის მოწმე თუ გავხდებოდით. უსაზღვროდ ბედნიერები ვართ.

მადლობა ლაშას, რომ ყველა ასე გაგვახარა - გვითხრა ლონდონში მცხოვრებმა ქალბატონმა ხათუნა შავგულიძემ, რომელსაც მონატრებულ სამშობლოზე, მის წმინდა სალოცავებზე და მშობლიური ხალხის სიყვარულზე საკუთარი ლექსების შესანიშნავი კრებული დაუსტამბავს.

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს