ქართველი ნახევარმცველის ბიძამ და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ყენიასა და რუსულ კლუბს შორის მომხდარი გაუგებრობის შესახებ ისაუბრა
ქართველი ნახევარმცველის, ლევან ყენიას ბიძამ, თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი კიკნაძემ განაცხადა, რომ გაურკვეველია, რატომ არ გაუფორმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" 21 წლის მოთამაშეს კონტრაქტი.

კიკნაძის თქმით, ლევანს ჰოლანდიიდან და ბელგიიდან აქვს შემოთავაზებები, რუსული კლუბების ვარიანტს კი აღარ განიხილავს.

"ყენიამ პეტერბურგი უკვე დატოვა. ის "ზენიტში" აღარ გადავა.

რატომ მოხდა ასე, არ ვიცი. პეტერბურგული კლუბისგან ოფიციალურ კომენტარებს ველით, მაგრამ არაფერი ისმის. ლევანს ხომ "ზენიტთან" წინასწარი შეთანხმება მიღწეული ჰქონდა.

შეპირდა თუ არა რამეს მას დიუკოვი? ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ ლევანი საქმეში იხილეს, ესაუბრნენ და 1+2 სისტემის კონტრაქტზე შეუთანხმდნენ. ის პეტერბურგშიც ჩავიდა, მაგრამ იქ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

ჯერჯერობით დეტალები ჩემთვის უცნობია, რადგან ლევანთან არ მისაუბრია. ის ამჟამად არცთუ კარგ განწყობაზეა.

ყენიას შემოთავაზებები ჰოლანდიიდან და ბელგიიდან აქვს. ის თავისუფალი აგენტია.

რუსეთის ვარიანტი? "ზენიტის" არასერიოზული საქციელის შემდეგ რუსული გუნდების ვარიანტები არ განიხილება.

ვფიქრობ, პეტერბურგულმა კლუბმა ძალიან ბევრი დაკარგა, ასეთი მაღალი კლასის მოთამაშეზე უარი რომ თქვა. ლევანი ახალგაზრდაა, უმაღლეს დონეზე ჯერ კიდევ აუცილებლად ითამაშებს. ხანგრძლივმა პაუზამ ვერ გატეხა.

მას ყველაფერი წინ აქვს, მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. სამედიცინო შემოწმება სამჯერ გაიარა. პრობლემები უკან მორჩა და ლევანი სრულიად ჯანმრთელია", - განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: "ზენიტში" ჩემი ტრანსფერი ლუჩანო სპალეტის არ უნდოდა

ლევან ყენია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" - ნაბიჯი უკან

Toko
დროზე დაიწყე ლევან თამაში, ნუ დაუმიზნებ მაინცდამაინც უმაღლესი დონის კლუბს, მთავარია ამ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკა გქონდეს და ფორმა დაიბრუნო სრულფასოვნად. დანარჩენი ყველაფერი მოესწრება!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!