მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კომენტარი გაუკეთა ენდი მიურეის თამაშს ლონდონის ოლიმპიადის ფინალში

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა ენდი მიურეის თამაშს ლონდონის ოლიმპიადის ფინალში.

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ფედერერმა სამ სეტში წააგო ბრიტანელთან - 2:6, 1:6, 4:6.

"მიურეი - ბრწყინვალე ჩოგბურთელია. ჩემი აზრით, ის ძალიან კარგად გამოვიდა უიმბლდონზე და ძალიან გამეხარდა, რომ იქ წაგების შემდეგ ხელები არ ჩამოუშვა.

დამიჯერეთ, ძალიან იოლია დაბრუნდე აქ და სადღაც მესამე წრეში გამოეთიშო ბრძოლას, მით უმეტეს, რომ მატჩები სამსეტიანი ფორმატით ტარდება და თამაშის ბედის შემობრუნების მცირე შანსი გაქვს. ვფიქრობ, მას ნამდვილი ჩემპიონის ხასიათი აქვს.

არ გამოვრიცხავ, რომ, შესაძლოა, ოთხი წლის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ვითამაშო. იქამდე ჯერ დიდი დროა. ასე რომ, შემიძლია მშვიდად დავასრულო კარიერა, დავისვენო და შემდეგ დავბრუნდე (იცინის).

ახლა ამაზე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მინდოდა ერთეულებში ოქროს მედლის მოპოვება, მაგრამ ვერცხლიც მიხარია.

ალეხანდრო ფალასთან პირველი წრის მატჩის შემდეგ თვალებზე ცრემლები მომადგა. როცა კორტზე ინტერვიუს ვაძლევდი, თავის შეკავება მიჭირდა.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ოლიმპიური თამაშები. დაახლოებით ასევე ვიყავი ნახევარფინალის შემდეგ. არადა, იქ კინაღამ დავმარცხდი", - ამბობს ფედერერი ATP-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა