პლაჟის ფრენბურთელთა ტურნირში, ქალთა შორის შეჯიბრებაში, ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა
პლაჟის ფრენბურთელთა ტურნირში ქალთა შორის შეჯიბრებაში ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.

გათამაშების ფავორიტებმა, პირველ ნომრად განთესილმა ბრაზილიელებმა ლარისა ფრანკამ და ჯულიანა სილვამ ორ სეტში დაამარცხეს მე-8 ნომრად განთესილი გერმანელები სარა გოლერი და ლაურა ლუდვიგი - 21:10, 21:19.

"მეორე სეტში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს, თუმცა ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ. ასეც უნდა იყოს, მისკენ მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მით უფრო, რომ ნახევარფინალში დღევანდელზე ბევრად ძლიერი მეტოქე გველოდება" - თქვა ჯულიანა სილვამ ნამატჩევს.

ბრაზილიური წყვილის მეტოქე ნახევარფინალში 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონები, მე-4 ნომრად განთესილი ამერიკელები ეპრილ როსი და ჯენიფერ კისი იქნებიან, რომლებმაც მეოთხედფინალში მე-10 ნომრად განთესილი ჩეხები კრისტინა კოლოსოვა და მარკეტა სლუკოვა უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს - 2:0 (25:23, 21:18).

"ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია. ბოლოს და ბოლოს, ვერ გეტყვით, რა მოხდა, ასე რატომ გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, ნახევარფინალში ვართ და ძალიან მიხარია" - თქვა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ეპრილ როსმა.

სენსაციამდე ცოტა დააკლდა ვაჟთა შორის მე-9 ნომრად განთესილ პოლონელებს გრეგორ ფიჟალეკს და მარიუს პრუდელს, რომლებმაც ტურნირის ფავორიტებთან, პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელებთან - ემანუელ რეხოსთან და ალისონ ჩერუტისთან პირველ სეტში 17:21 წაგების შემდეგ, მეორე სეტში 21:16 მოიგეს.

მესამე დასკვნით პარტიაში პოლონელები 13:11 იგებდნენ, თუმცა გამოცდილმა ბრაზილიელებმა მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავს მოხვევა შეძლეს და 17:15 მოიგეს.

თუმცა ტურნირის ეს დღე სენსაციის გარეშე მაინც არ დასრულებულა. პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულების, როჯერსისა და დალჰაუზერის კვალდაკვალ შინისაკენ გზას გაუყვა კიდევ ერთი ამერიკული წყვილი, მე-4 ნომრად განთესილი ჯაკობ გიბი და შონ როზენტალი, რომლებიც სამ სეტში დამარცხდნენ მე-17 ნომრად განთესილ ლატვიელებთან, მარტინს პლავნისა და იანის სმენდისთან - 21:19, 18:21, 11:15.

ლატვიელები ნახევარფინალში ბრაზილიურ დუეტს, ემანუელ-ალისონს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა