7 აგვისტოს ოლიმპიადაზე ორი ქართველი ბერძენ-რომაელი გამოვა და წილისყრამ რამდენადაც გაუმართლა ცხადაიას, იმდენად დაჩაგრა ჯაბიძე
7 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიადაზე კიდევ ორი ქართველი ბერძენ-რომაელი გამოვა და წილისყრამ რამდენადაც გაუმართლა მანუჩარ ცხადაიას (66), იმდენად დაჩაგრა სოსო ჯაბიძე (96).

მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ცხადაია ისედაც გამართლებული იყო, რადგან ამ წონაში რუსეთი და აზერბაიჯანი უსაგზუროდ დარჩნენ, ლონდონში კი ის ირანელი საეიდ მოურად აბდვალიც ბადის მეორე მხარესაა, ვისთანაც შარშან სტამბულში მსოფლიოს ფინალი წააგო.

თუმცა ოლიმპიადაზე ის იმ ტურნირიდან ნაცნობ მეტოქეებში იტრიალებს. მაგალითად, პირველ შეხვედრას მერვედფინალში იმ შვეიცარიელ პასკალ სტრებელთან გამართავს, ვისაც შარშან თურქეთში მეორე წრეში მოუგო.

მასთან წარმატების შემთხვევაში ეგვიპტელ აშრაფ მოჰამედ მელიგუ ელგჰარაბლისა და ეკვადორელ ვისენტე ორლანდო ჰუაკონ ალვაროს შორის მოგებულს შეხვდება.

ამ ორი ბარიერის წარმატებით გავლის შემთხვევაში ნახევარფინალშიც გავა, სადაც ოთხი სავარაუდო მეტოქიდან ორი შარშანდელი ნაცნობია - უნგრელ ევროპის ჩემპიონ ტომაშ ლორინცის წინასწარ ეტაპზე მოუგო, ამერიკელი იუსტინ ლესტერი კი ნახევარფინალში დაამარცხა (სამაგიეროდ, მასთან წლეულს ამერიკაში "ქერბის თასზე" წააგო).

ძლიერი და ტიტულოვანი არც დანარჩენი ორია - გერმანელი ფრენკ სტაბლერი, რომელიც თავიდან უნგრელს ხვდება და იაპონელი ტსუტომუ ფუჯიმურა - ეს პირველად ამერიკელს ეჭიდავება. დაგვეთანხმებით, ჩამოთვლილთაგან არცერთია ისეთი, ცხადაიას მისი დამარცხება გაუჭირდეს. გააჩნია, თვითონ როგორი განწყობით შეხვდება შეჯიბრებას.

ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძე პირველ წრეში ისვენებს და ალბანეთიდან ბულგარეთში გადასულ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურისა და რუმინელ ალინ ალექსუს-კიურარიუს შორის მოგებულის გამოვლენას დაელოდება.

მეოთხედფინალამდე მის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან ბელარუსი მსოფლიოსა და ევროპის ვერცხლისმედალოსანი ტსიმაფეი დზეინიჩენკა და ეგვიპტელი მსოფლიოს ჩემპიონი მოჰამედ აბდ ელ ფატაჰი, ნახევარფინალისა - რუსი მსოფლიოს პრიზიორი როსტომ ტოტროვი, აზერბაიჯანელთა ქართველი ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი შალვა გადაბაძე და შვედი მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის მედალოსანი ჯიმი ლიდბერგი.

იმის მიუხედავად, რომ ბელარუსი და ეგვიპტელი, რუსი და აზერბაიჯანელთა ქართველი პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან, ანუ მათგან ორი ჯაბიძეს ვერანაირად ვერ შეხვდება, ამაზე უარესს ძნელად თუ ინატრებდა კაცი!

შეჯიბრებები "ექსელ-ცენტრში" 7 აგვისტოსაც, ტრადიციულად, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება, თუმცა ჩვენებურები საჭიდაოდ ოდნავ გვიან - 16:43-ზე გავლენ.

ორი განსხვავებული ხვედრი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

donko
ვაახ ვერ გავიგე რა, ეხლა ოლიმპპიადის ოფიციალურ საიტზე ვარ და 96 კილოშI ქართველი საერთოდ არ წერია, სოსო ჯაბიძე არაა ნახსენები საერთოდ!! და არც ქართული ოლიმპიურიმკომიტეტის საიტზე! რა ხდება? ვართ თუ არა? ადმინი: ყურადღებით გაეცანით
kartveli
zazalo არ ხარ მართალი,კი თუ ჩემპიონობა გინდა ყველას უნდა მოუგო,მაგრამ მთლად ეგრეც არ არის,გააჩნია ვინ როდის შეგხვდება
zazalo
ძალიან უაზრო დასათაურება გაქვს ირაკლი. რა მნიშვნელობა აქვს ვის შეხვდები თუ ჩემპიონობა გინდა? მაინც ხომ ყველა მოსაგებია.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა