თბილისის საერთაშორისო ტურნირის წინ, 6 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებმა გაფართოებული შემადგენლობით ივარჯიშა სპორტის სასახლეში
საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრები, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, 17 ივლისიდან ავსტრიაში ემზადებოდა.

ამა წლის 29-31 ივლისს ჩვენი ნაკრები ტალინის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

4 აგვისტოს ავსტრიაში მასპინძელთა გუნდთან საკონტროლო მატჩის შემდეგ კი კოკოშკოვის გუნდი საქართველოში დაბრუნდა და დედაქალაქში განაგრძო საწვრთნელი შეკრება.

თბილისის საერთაშორისო ტურნირის (იგი 7 აგვისტოს დაიწყება 16:30 საათზე ესტონეთი-უკრაინის შეხვედრით. 19 საათზე საქართველო ბელარუსს დაუპირისპირდება) წინ, 6 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებმა (გიორგი ცინცაძე, კორი ფიშერი, ჯეიკობ პულენი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, ლევან ფაცაცია, ანატოლი ბოისა, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი; მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი; ასისტენტები - დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში, ჯეისონ სტაუდტი) გაფართოებული შემადგენლობით ივარჯიშა სპორტის სასახლეში.

კოტე ტუღუში: "მესმის, რომ მოსამზადებელ ეტაპზე უცხოეთში ჩვენი მარცხი გულშემატკივრებს შეაშფოთებდა, მაგრამ მინდა დავამშვიდო ისინი. ის წაგებები ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენი მიზანი იყო გუნდის შეთამაშება და კომბინაციების დამუშავება.

წაგებებიდან სათანადო გაკვეთილი მივიღეთ. მთავარია, ხარვეზები აღმოვფხვრათ და შეცდომები ოფიციალურ თამაშებში არ გავიმეოროთ. იცით, რომ მოსამზადებელი ეტაპი გადახალისებული შემადგენლობით დავიწყეთ.

გუნდთან ერთად თბილისში ივარჯიშა პირველად ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ 18 აგვისტოს რუმინეთთან მატჩს მომზადებულები შევხვდეთ, ყველა ორთაბრძოლა მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ჩვენი გუნდი გაისად ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ვიხილოთ".

ზაზა ფაჩულია: საწვრთნელ შეკრებაზე ჩამოსვლა დამიგვიანდა. საამისოდ ორი ობიექტური მიზეზი მქონდა:

ორი კვირის წინათ შვილი შემეძინა და აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავი; თანაც, სეზონის ბოლოს ფეხის ტრავმა მივიღე და ექიმების მეთვალყურეობით ვმკურნალობდი.

მათი ნებართვის გარეშე, ცხადია, მოსამზადებელ პროცესში ვერ ჩავებმებოდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ყველაფერს გავაკეთებ, ჩვეული ფორმა აღვიდგინო...

- ნბა-ში მეორე კალათბურთელიც გვეყოლება...

- თორნიკე შენგელიას წარმატებამ ძალიან გამახარა. ეს საქართველოსთვისაც დიდი სიამაყეა. იმედი მაქვს, რომ კარგი კარიერა ექნება, რადგან მშრომელი ბიჭია და შრომა ყოველთვის ფასდება, მით უმეტეს - პროფესიონალებთან. ეროვნულ ნაკრებსაც საიმედო ბურჯი ეზრდება.

თორნიკე შენგელია: "ემოციურად და ფიზიკურადაც დატვირთული სეზონი მქონდა, დავიღალე კიდეც, მაგრამ ახლა წუწუნის დრო არ არის. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეებში გამიჭირდა. ახლა ძალები აღვიდგინე და ჩვეული ენერგიითა და მონდომებით ვვარჯიშობ.

ყველა მეტოქეს ვიცნობთ. გვითამაშია ლატვიასთან, რუმინეთთან, ჰოლანდიასთანაც. ბოსნიის შესაძლებლობებიც უცხო არ არის ჩვენთვის. ჯგუფში, ფაქტობრივად, თანაბარი ძალის გუნდებმა მოიყარეს თავი. წარმატების იმედი გვაქვს. ვფიქრობთ, მიზანს მივაღწევთ".

ფოტოზე: ჯეიკობ პულენი და კორი ფიშერი

მანუჩარ მარკოიშვილი: "დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ვითამაშებთ საქართველოში. ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა.

თბილისის საერთაშორისო ტურნირი შეთამაშებისთვის გამოგვადგება. ჩვენი ამერიკელებიც შეიგრძნობენ, როგორ უყვართ კალათბურთი საქართველოში.

ტალინის საერთაშორისო ტურნირმა და ავსტრიასთან მატჩმა გვიჩვენა, რომ ძირითადი პრობლემები დაცვაში გვაქვს. შინაური ტურნირის მსვლელობისას ამ ხარვეზს გამოვასწორებთ და 18 აგვისტოს ორთაბრძოლას ყოველმხრივ მომზადებულნი შევხვდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა