იამაიკელ ოლიმპიურ ჩემპიონს ძალების გამოცდა ფეხბურთში, კერძოდ კი, "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს
იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა განაცხადა, რომ ძალების გამოცდას ფეხბურთში, კერძოდ კი, "მანჩესტერ იუნაიტედში" ისურვებდა.

ბოლტი ლონდონის ოლიმპიადაზე 100 მეტრ დისტანციაზე გარბენში ჩემპიონი გახდა.

სპრინტერი ამბობს, რომ მისი ნათქვამი შესაძლოა ბევრმა ხუმრობად მიიჩნიოს, მაგრამ თუ მისით "ალისფერი ეშმაკების" თავკაცი მართლაც დაინტერესდება, დაურეკავს და გუნდში მიიწვევს, მას არამხოლოდ სწრაფი სირბილით გააოცებს.

ალექს ფერგიუსონს ჯერჯერობით მძლეოსანის სიტყვებზე რეაქცია არ გამოუხატავს. თუმცა "მანჩესტერის" წარმომადგენელმა, რომელსაც The sun-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ, განაცხადა, ბოლტს გუნდის თამაშის ტემპის მნიშვნელოვნად გაძლიერება მართლაც შეუძლიაო.

ათლეტი და საფეხბურთო გუნდის თავკაცი ერთმანეთს უკვე იცნობენ - რამდენიმე წლის წინ ბოლტი მანჩესტერში ჩავიდა და ქალაქის გარბენში მიიღო მონაწილეობა. ამ ვიზიტის დროს ის სერ ალექსსაც გაეცნო.

ლონდონის ოლიმპიადაზე უსეინ ბოლტმა მედალი ოლიმპიური რეკორდით მოიგო. იამაიკელმა სპორტსმენმა ასმეტრიანი დისტანცია 9.63 წამში დაძლია. 7 აგვისტოს ის 200 მეტრზე საკვალიფიკაციო გარბენში მიიღებს მონაწილეობას.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა