საქმე ეხება ევროპალიგის 26 ივლისს გამართულ მატჩს ნორვეგიული "ალესუნდისა" და ალბანური "ტირანას" მონაწილეობით
უეფამ მორიგი საეჭვო მატჩის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ევროპალიგის 26 ივლისს გამართულ მატჩს ნორვეგიული "ალესუნდისა" და ალბანური "ტირანას" მონაწილეობით, რომელიც სკანდინავიელებმა დიდი ანგარიშით, 5:0 მოიგეს.

უეფას საკონტროლო სისტემამ სწორედ ეს შეხვედრა ამოიღო მიზანში, რადგან სხვადასხვა ტოტალიზატორში ამ მატჩის სწორედ ასეთ შედეგზე საეჭვოდ დიდი ფული შევიდა. ფსონები იდებოდა იმაზეც, რომ ნორვეგიელები მატჩს ხუთბურთიანი სხვაობით მოიგებდნენ.

შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ალბანელებმა ასეთი ანგარიშით განგებ წააგეს. უეფას ოფიციალური განცხადებით, ნორვეგიულ კლუბზე არანაირი ეჭვი არ აღძრულა - შესაძლო მანიპულაცია მხოლოდ ალბანელებს ეხებათ.

გამოძიება გუშინ დაიწყო და "ტირანას" ხელმძღვანელებმა უკვე გააკეთეს ოფიციალური განცხადება - ალბანელებმა მანიპულაცია, რა თქმა უნდა, უარყვეს და დიდი ანგარიშით წაგების მიზეზად ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაასახელეს. ეს საპასუხო შეხვედრა გახლდათ, ხოლო პირველი მატჩი 1:1 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად